დღეს ზუგდიდიში საპროტესტო აქცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან, განსხვავებით სხვა დღეებისგან 14:00 საათზე დაიწყო.
უწყვეტი პროტესტის 45 - ე დღეს, ისევე როგორც სხვა დღეებში, აქ სხვადასხვა ასაკის მოქალაქეები არიან შეკრებილები.
დღევანდელ აქციაზე, ქალაქის ცენტრში დემონსტრანტებმა ევროკავშირის და საქართველოს დიდი დროშები გაშალეს.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, აქციას სულ მალე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შემოუერთდება.
ამავე თემაზე:11 იანვარს სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდის აქციას შეუერთდება - სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
სალომე ზურაბიშვილს ზუგდიდში იწვევენ
„ვიღებ მოწვევას“, - სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო სოლიდარობის ფონდს პასუხობს
მასალის გამოყენების პირობები