ახალი ამბები
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქციის მონაწილეები ბალაკლავას ტარებისთვის დააჯარიმა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროევროპული აქციის მონაწილეების, ცაბუნია ვართაგავასა და კერენ ესებუას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობად 2000-2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ვართაგავას თქმით, ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

"არ ვცნობ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილ კანონს. სამართლებრივ დავაში ჩემი შესვლა აბსოლუტური აბსურდი იყო. როდესაც კანონს არ აღიარებ, არ უნდა ამტკიცო, რომ იმავე კანონის მიხედვით მართალი ხარ", - უთხრა რადიო "ათინათს" ვართაგავამ.

რაც შეეხება კერენ ესებუას, ის სასამართლო პროცესზე, პროტესტის ნიშნად, არ გამოცხადდა, თუმცა სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ხელში საპროტესტო შინაარსის ბანერები ეჭირა.

"არ ვაღიარებ ამ კლანურ სასამართლოს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს, როგორც სადამსჯელო მექანიზმს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რეჟიმს არ აწყობს და აშინებს. არალეგიტიმურად ვცნობ ამ კანონებს და მთავრობას. მოვედი სასამართლოსთან ბალაკლავით, მაგრამ ტერიტორიაზე არ შევდივარ, ვგავარ და ვაპროტესტებ. ვითხოვ, გათავისუფლდეს რეჟიმის ყველა ტყვე", - ამბობს ესებუა.

სასამართლო პროცესზე გამოცხადებულმა პოლიციელებმა განმარტეს, რომ აქციის მიმდინარეობისას ესებუას იდენტიფიცირების პრობლემა არ ყოფილა და, როგორც მათ თქვეს, აქციის მონაწილემ დემონსტრაციულად უგულებელყო კანონი.

საქმეებზე გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ირაკლი აბშილავამ და ფატი ფურცხვანიძემ მიიღეს.

შეგახსენებთ, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით დააჯარიმეს, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.

ზუგდიდში, აქციებზე ბალაკლავის ტარებისთვის ესებუა სამჯერ, ვართაგავა კი ერთხელ დააჯარიმეს. გუშინ, 13 იანვარს, საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების დროს მარიამ სიჭინავა დააკავეს. ის უკვე ექვსჯერაა დაჯარიმებული. ადვოკატის თქმით, სიჭინავა  სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 


ამავე თემაზე:

მარიამ სიჭინავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი - ადვოკატი

ზუგდიდში, აქციის მსვლელობისას, „დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
15 / იანვარი 2025
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პარტია "დროას" რეგიონული წარმომადგენლისა და აქტივისტის მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ აქტივისტი პიროტექნიკის გამოყენების ორ, ხოლო ბალაკლავას ტარების
15 / იანვარი 2025
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ეხმიანება რეგიონული ოფისების ხელმძღვანელზე, ზვიად ქორიძეზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას.
15 / იანვარი 2025
დღეს 15:00 საათიდან, საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის სამეგრელოში, კომპანიები, სოციალური საწარმოები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უერთდებიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.