რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი Ил-76 აფხაზეთში ჩაფრინდა. ბორტი სოხუმიდან მოსკოვში პაციენტების სამედიცინო ევაკუაციას განახორციელებს. რუსული TASS ავრცელებს ინფორმაციას.
ამავე ცნობით, თვითმფრინავი აღჭურვილია მძიმე პაციენტების გადასაყვანად ყველა საჭირო აღჭურვილობით.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის ედუარდ ბუტბას განცხადებით, რუსული თვითმფრინავი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთან მიხეილ მურაშკოსთან შეთანხმების თანახმად ჩაფრინდა. ეს უკანასკნელი გასულ კვირას იმყოფებოდა სოხუმში.
„მოსკოვში მათ კატასტროფების მედიცინის ფედერალური ცენტრის სასწრაფო დახმარების მანქანები დახვდებიან. მათ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანენ. ასეთი მნიშვნელობის მოვლენები აფხაზეთის რესპუბლიკის თანამედროვე ისტორიაში არასდროს ყოფილა“, - უთხრა ბუტბამ ჟურნალისტებს.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „რუსეთი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ აფხაზეთთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 მაისს შეიძლება დაიწყოს“.
ცნობისთვის,
7 თებერვალს სოხუმის აეროპორტმა პირველის სატესტო რეისი მიიღო მოსკოვიდან.
„ეხო კავკაზას“ თანხმად, მოსკოვმა ბოლო დროს გაააქტიურა კონტაქტები აფხაზ პოლიტიკოსებთან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში, რომელიც
1 მარტს გაიმართება.
მასში მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს, ასლან ბჟანიას თანაგუნდელი - ბადრა გუნბა და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.
რუსეთი ღიად უჭერს მხარს ბადრა გუნბას არჩევნებში. კერძოდ, მასთან სატელეფონო საუბარი გამართეს რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სოხუმში ვიზიტისას დროს
კირიენკომ საჰაერო მიმოსვლის საკითხი განიხილა სწორედ ბადრა გუნბასთან განიხილა და არა დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლეთან, ვალერი ბგანბასთან.
მასალის გამოყენების პირობები