ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა“ დღეს სოხუმიდან სოჭში ჩავიდა. „აფსნიპრესის“ თანახმად, წინა დღეს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ, რომელიც მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, რუსეთის რკინიგზის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა. შეხვედრაზე „რუსულ სირიუსსა და სოხუმს შორის რეგულარული ჩქაროსნული მატარებლის გაშვებასთან დაკავშირებული საკითხები“ განიხილეს.

„ახლა სოჭიდან მიმავალი მატარებელი, რომელიც ტრადიციულად აეროპორტში გაჩერდება, მოგზაურობას გაგრაში კი არ დაასრულებს, არამედ გააგრძელებს სოხუმში, რაც მანძილს 80 კილომეტრით გაზრდის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ დასაბრუნებელ მარშრუტზე ბოლო სადგური სოჭის აეროპორტში იქნებაა. ეს, სავარაუდოდ, მგზავრთა ნაკადის ოპტიმიზაციის გამო ხდება“, - განაცხადა კირიენკომ.
მისივე თქმით, მატარებლის ბილეთის ღირებულება 380 რუბლი იქნება და ახალ მატარებელს, მომავალში, „ლასტოჩკა“ არ ერქმევა.
2024 წლის ოტომბერში აფხაზური მედია წერდა, რომ
"ლასტოჩკამ" წარმატებით დაასრულა სატესტო რეისები სოხუმში.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვმა „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურამდე, რომელიც
1 მარტს გაიმართება, აფხაზ პოლიტიკოსებთან კონტაქტები გააქტიურა. სადგურში რუსულ ელექტრომატარებელს, „პრეზიდენტობის“ კანდიდატი ბადრა გუნბა დახვდა, რომელსაც რუსეთი ღია უჭერს მხარს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი Ил-76 აფხაზეთში სოხუმში ჩაფრინდა. ბორტი მოსკოვში პაციენტების სამედიცინო ევაკუაციას განახორციელებს. ამასთან, რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ "აფხაზეთთან
რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 მაისს დაიწყება".
მასალის გამოყენების პირობები