PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/lazika-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/lazika-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
"ლაზიკა კაპიტალთან" დავაში მყოფმა პირებმა ზუგდიდის პროკურატურასთან აქცია გამართეს (video)
18:18 / 13.05.2013
ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან აქცია გაიმართა აქციის მონაწილეეები აცხადენე, რომ ისინი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალის თაანშრომლის მანანა მიქავას მიერ მოტყუებულები არიან და საქმის ხელახალ გამოძებას ითხოვენ. საქმის ხელახალ გამოძიებას 400-მდე დაზარალებული ოჯახი ითხოვს. ისინი აღნიშნული მოთხოვნით საქართველოს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს მიმართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით მათ ლაზიკა კაპიტალის თანამშრმლებმა მანანა მიქავამ და სოსო ზარქუამ 2008-2010 წლებში ლაზიკა კაპიტალიდან სესხი გამოატანინეს, სანაცვლოდ კი დაჰპირდნენ, რომ აკვაპარკის მშენებლობაზე დაასქამებდნენ, თუმცა მალევე 2011 წელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბიზნესმენი მანანა მიქავა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ კრედიტ-ოფიცერი სოსო ზარქუა თაღლითობაში ბრალდებულებად ცნო და თითოეულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბანკი გაცემული სესხის გადახდას ამ ხალხისგან ითხოვს. როგორც დაზარალებულები ჩევნთანს საუბარში აცხადებენ ბანკის წარმომადგენლები მათ ოჯახებში უვარდებიან და სახლიდან სხვადასხვა სახის ქონება გააქვთ. დაზარლებულები და მათი ადვოკატი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდის საოლქო პროკურორს ესაუბრნენ. პროკურატურაში მათ განუცხდეს, რომ საქმეზე განაჩენი უკვე დამდგარია და დაზარალებულებს შეუძლიათ სარჩელით სამოქალაქო სასამართლოს მიმართონ. დაზარალებულთა ადვოკატი დემურ სოტკილავა აცხადებს, რომ საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებების გათვალსიწინებით სამოქალაქო სასამართლოში საქმე უახლოეს მომავალში შევა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები