„თავისუფალი ზონის“ წევრებმა დღეს, 6 დეკემბერს ზუგდიდის მთავარ ხეივანში საპროტესტო აქცია-მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სოლიდარობას გამოხატავენ ალექსანდრე გორგაძის, ბაჩანა ახალაიას და ზურაბ შამათავას მიმართ. ამასთან აქციის მონაწილეები მოითხოვენ შეწყდეს ამ ადამიანების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და დაუყონებლივ გაათავიუფლონ ისინი.
"ისინი კრიმინალები კი არა გმირები არიან" , - ამბობენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, ბაჩანა ახალაია პატიმრობაში მხოლოდ გირგვლიანის საქმეზე რჩება. ყველა დანარჩენ წარდგენილ ბრალდებაში კი, ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ალექსანდრე გორგაძეს და ზურაბ შამათავას სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისვის 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მასალის გამოყენების პირობები