რუბრიკები
სოხუმის აეროპორტი რუსულ კომპანიას გადაეცემა
აფხაზეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბუთბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გეგმავს სოხუმის აეროპორტის რუსული კომპანიისათვის გადაცემას.
"ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და დისპეტჩერიზაცია სახელმწიფოს კუთვნილებაში დარჩება, დანარჩენი ნაწილი რუსულ კომპანიებს გადაეცემა. ამ ეტაპზე ვაწარმოებთან იმ სტრუქტურის ძიებას, რომელიც ამას საკუთარ თავზე აიღებს", - განაცხადა ბესლან ბუთბამ და დასძინა, რომ აფხაზურ მხარეს უკვე აქვს რამდენიმე წინადადება რუსული კომპანიებისგან.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები