სოხუმში, კერძო სკოლა "ალაშარას" შენობაში ხანძარი გაჩნდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი ერთ- ერთი კლასის იატაკს გაუჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.
ამავე ცნობით, ადგილზე ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.
ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება მოკლე ხანში მოხერხდა. არავინ დაზარალებულა.
მასალის გამოყენების პირობები