კურორტი სქური, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იყო ცნობილი ამავე სახელწოდების სამკურნალოს წყლით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,
ზუგდიდიდან 27 კილომეტრში მდებარეობს. წლების მანძილზე უმოქმედო კურორტის აღდგენა კერძო ინვესტორებმა 2012 წელს სცადეს, აშენდა ახალი სასტუმრო და მიმდებარედ მოეწყო ინფრასტრუქტურა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. დღესდღეობით იქ ტურისტები არ ჩადიან. ადგილობრივების თქმით, დამსვენებლების მოსაზიდად, პირველ რიგში გზებია მოსაწესრიგებელი.
,,ადრე დამსვენებლებს არ ვუჩიოდით, მახსოვს უამრავი ტურისტი ჩამოდიოდა, ოჯახებშიც ადგილი არ იყო და ამით ვირჩენდით თავს, ეხლა აქ არაფერი არ მუშაობს“, - ამბობს სქურის მკვიდრი თამაზ შენგელია.
სქურის მცხოვრებლები თვლიან, რომ ზღვის დონიდან 450-500 მეტრის სიმაღლეზე მდებარე კურორტს დიდი ტურისტული პოტნციალი აქვს. გარდა სამკურნალო წყლისა აქ არის ბუნების და კულტურული ძეგლები, მათ შორის - მამათა მონასტერი და I-III საუკუნეებით დათარიღებული “თეთრი ციხე”.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები