ლამპრობის დღესასწაულს სვანეთში ადრე გაზაფხულზე აღნიშნავენ. ზემო სვანეთში მას ,,სვიმონობასაც’’ უწოდებენ, სვიმონ უფლისმოქმედის სახელის მიხედვით. წელს დღესასწაული 14 თებერვალს აღინიშნეს.
ტრადიციულად სვიმონობაზე იკრიბებოდნენ მასთან, ვინც დღესასწაულს იხდიდა და რიგით თემის მასპინძლობა უწევდა, მღეროდნენ სადიდებელ ჰიმნებს, კერას უვლიდნენ ანთებული სანთლებით, რომლებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, ფერხული „ლამპრული“.
"ლამპრობის" ტრადიციას სხვადასხვა სიმბოლოს უკავშირებენ. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, ის სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი მეომრის გამოყვანა შეეძლოთ სვანებს საჭიროების შემთხვევაში.
ავტორი: ნინი კახბერიძე
მასალის გამოყენების პირობები