ჩხოროწყუელი ოსტატის საკრავები და საუკუნოვანი ჩონგური აფხაზეთიდან (ვიდეო)
15:59 / 11.03.2019
ჩხოროწყუს სოფელ ახუთში მცხოვრები დემურ ანთია ხალხურ საკრავებს ბავშობიდან ამზადებს. ის თვითნასწავლი ოსტატია.
,,ხატვა სკოლაში მათემატიკის მასწავლებელმა მასწავლა. 13 წლისამ გავბედე და გავაკეთე პირველად ფანდური და იმის შემდეგ ხელიდან არ გამიგდია არც საჭრეთელი და არც ფანდური. ერთი ნაკლი მაქვს, თითქმის ყველა ქართლი ხალხური საკრავი გამიკეთებია, თუმცა არცერთ საკრავზე დაკვრა არ ვიცი ’’ - გვიყვება ოსტატი.
ფანდურს, ჩონგურს, ლარჭემს, ჩუნირს, კოლხურ ჩანგს, სალამურს, ჭივონს ძირითადად თუთისგან ამზადებს. საკრავებიდან მისთის ყველაზე ძვირფასი - ლარჭემია, რომლის შექმნასაც სამ დღეს ანდომებს.
დემური ანთიას თქმით მის მიერ დამზადებული ჩონგური და ფანდური ოქროს ფონდშია შეტანილი.
მის კოლექციაში 150 წლის ხალხური აფხაზური საკრავი ინახება, რომელსაც განსაკუთრებულად უფრთხილდება. ამბობს რომ საკრავი სიდედრმა აჩუქა.
,,ჩემმა სიდედრმა სიკვდილის წინ მომიხმო და ეს ჩონგური მაჩუქა, მე მას სიტყვა მივეცი რომ ამ ჩონგურს აფხაზეთში ჩავიტან და აფხაზ ოსტატებს ვანახებ. ეს კოლხური ჩონგური იქ აფხაზეთში უნდა დავტოვო, არ ვიცი ამას როდის გავაკეთებ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა შევასრულო. ამ ჩონგურს დიდი ისტორია აქვს, 1928 წელს ოლიპიადა ჩატარდა თბილისში და ამ ჩონგურით იყო მოწვეული ჩემი მეუღლის ბაბუა ცნობილი ლოტბარი აფხაზეთიდან და პირველი ადგილი აიღო’’, - გვიყვება ოსტატი.
ბოლო ხანებში სკულპტურაზე მუშაობაც მოსინჯა. მისი პირველი ნამუშევარი მერაბ კოსტავას ბიუსტია, რომელიც ახლა ახუთის ცენტრში დგას.
,,იდეა გაუჩნდა ბესიკ ესებუას, მერაბ კოსტავას დედის ოლღა დემურიას დედულეთი გახლავთ სოფელ ახუთი. დიდხანს ვყოყმანობდი, ერთი წელი არც ჰო ვუთხარი და არც არა, ეროვნული გმირის სახის შექმნა არ არის მარტივი, ცოტა ხანში დავთანხმდი და ვფიქრობ გამომივიდა“, - ამბობს დემურ ანთია.
ძალიან ამაყობს 2018 წელს მინიჭებული საპატიო ჩხოროწყუელის წოდებით. სურს, რომ საქმით, რომელსაც ემსახურება, ახალგაზრდებიც დაინტერესდნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები