ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი 1987 წელს გაიხსნა, 2009 წელს განხორციელდა მისი რეაბილიტაცია–რეკონსტრუქცია.
მუზეუმში დაცულია პოეტის ხელნაწერები, ფოტომასალა, ტერენტი გრანელის (1897-1934 წწ.) ოჯახის კუთვნილი ყოფითი და ეთნოგრაფიული ნივთები. მუზეუმი დირექტორის ბროლისა ლუკავას თქმით ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი მნახველთა რაოდენობას არ უჩივის - ,,მოსწავლეები ჩამოდიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, უცხოელი ტურისტები ხშირად გვსტუმრობენ, ჩვენ ნაკლებად გვაქვს თარგმნილი ლიტერატურა ტერენტი გრანელის შემოქმედებაზე რომ გავაცნოთ მათ, თუმცა მუზეუმი აცნობს უცხოელ ტურისტებს ტერენტი გრანელის შემოქმედებასთან ერთად ქართველ ხელოვანებს პოეტებს, მხატვრებს, ვუყვებით ქართულ ტრადიციებზე, ჩაცმის სტილზე, თუ როგორი სამოსი ეცვათ იმ პერიოდში, როგორ გამოიყურებოდნენ, ფოტომასალაც გვაქვს, რომელსაც დიდი ინტერესით ათვალიერებენ, ჩვენთან სტუმრობით კმაყოფილი რჩებიან ტურისტები და ზოგადად დამთვალიერებელი’’, - გვითხრა მუზეუმის ხელმძღვანელმა.
აქ ხშირად იმართება პოეზიის საღამოები ,,ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს, მენტორ მასწავლებლის როლს ვთამაშობთ, ვუხსნით თუ რა არის მუზეუმი, როგორ შეიძლება მუზეუმის განვითარება, მჭიდრო კავშირი გვაქვს პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან’’ - ამბობს მუზეუმის დირექტორი
ტერენტი სამსონის ძე გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1897 წლის 25 ნოემბერს წალენჯიხაში. ხელნაწერი ტერენტის რვეულიდან, ინახება ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებში „ბოლო ზართან“ დაკავშირებული გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის 31 950 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში, მათ შორის მარტვილსა და ზუგდიდში, 19 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 20-21 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსს მიაღწევს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები