აბაშაში არსებული ადმინისტრაციული შენობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულია და გადაადგილება მათთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა.
თვითმმართველობის ცენტრალური და კულტურის სახლის შენობების შესასვლელებთან, ასევე გამგეობის შენობის პირველი სართულზე პანდუსები მოეწყო. ირაკლი ჭანტურია 14 წელია შშმ პირია. ის დღეს აბაშის საკრებულოს დეპუტატია, თვლის რომ ცხოვრობს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და არ გამოირჩევა საზოგადოების სხვა წევრებისაგან. სახლიდან სამსახურამდე გადაადგილებას თავისი ტრანსპორტით ადვილად ახერხებს და თავს უსაფრთხო გარემოში გრძნობს.
,,ძალიან ბევრი შშმ პირია საქართველოში, ბევრი მწერს, შენი აქტიური ცხოვრება და შემართება ჩვენ ძალას გვაძლევს; იყო საკრებულოს დეპუტატი და თან შშმ პირი ეს არის დიდი სტიმული’’ - გვიყვება დეპუტატი. თუმცა, შენობების ნაწილი შშმ პირებისთვის შეღწევის მხრივ კვლავ პრობლემად რჩება. აბაშის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი შალვა დარცმელიძე ამბობს, რომ რამდენიმე სკოლაში პანდუსების მოწყობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ,,ახალი რაც შენდება, ყველგან გათვალისწინებულია შშმ პირებისთვის პანდუსები, ძველი შენობები ინფრასტრუქტურულად ისეთი გამართული არ არის, რომ ეს მოხერხდეს, თან ლიფტის დაყენებაა საჭირო სხვადასხვა სართულებზე ასასვლელად და ეს თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა საკრებულოში იგეგმება ლიფტის გაკეთება უახლოეს მომავალში’’ – განუცხადა რადიო ,,ათინათს’’ შალვა დარცმელიძემ.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებში „ბოლო ზართან“ დაკავშირებული გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის 31 950 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში, მათ შორის მარტვილსა და ზუგდიდში, 19 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 20-21 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსს მიაღწევს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები