არჩევნებამდე 23 დღე დარჩა. ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქალაქში საზოგადოების განწყობის გასაგებად, ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში ჩვენ მოქალაქეებს ვკითხეთ, მიდიან თუ არა არჩევნებზე და მათი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისვლა.
გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ აუცილებლად წავა არჩევნებზე, ნაწილს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, წავა თუ არა, რამდენიმე კი არ აპირებს საარჩევნო უფლების გამოყენებას.
ცნობისთვის,
ზუგდიდში 115 301 ამომრჩეველი და 70 საარჩევნო უბანია
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ისტორიაში პირველად, ის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ამომრჩეველთა 90% მასში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. საკანონმდებლო ორგანოში მოხვდებიან პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
ამავე თემაზე:
მიდიხართ თუ არა არჩევნებზე - ზუგდიდელების პასუხები (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები