რადიო "ათინათმა" ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს ჰკითხა, მიდიან თუ არა საპარლამენტო არჩევნებზე. გამოკითხულთა უმრავლესობა არჩევნებზე მიდის, ნაწილს ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, რამდენიმემ კი თქვა, რომ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.
ცნობისთვის, ზუგდიდში 115 301 ამომრჩეველი და 70 საარჩევნო უბანია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ისტორიაში პირველად, ის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ამომრჩეველთა 90% მასში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები