მულტიმედია
„ჩვენს ინტერესებშია, მსოფლიოში ყველაზე დიდ ბაზარზე გახვიდეთ“ - ინტერვიუ ამერიკის ელჩთან (ვიდეო)

გთავაზობთ რადიო “ათინათის” ექსკლუზიურ ინტერვიუს აშშ-ის ელჩთან საქართველოში იან კელისთან:

რადიო “ათინათი”: მოგესალმებით ბატონო ელჩო, მადლობა, რომ ინტერვიუსთვის დრო გამოყავით. ცნობილია, რომ თქვენ აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ - კოლუმბიის უნივერსიტეტში ასწავლიდით. რატომ გადაწყვიტეთ ამ საქმიანობის მიტოვება და დიპლომატიურ კორპუსში გადანაცვლება?

იან კელი:
სანამ გიპასუხებდეთ, მინდა მადლობა მოგახსენოთ შესაძლებლობისთვის, მივმართო თქვენს მსმენელს და მკითხველს. ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. როდესაც სტუდენტი ვიყავი, 1976 წელს ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსულ ენას ვეუფლებოდი. სწორედ იმ დროს ვნახე პირველად საქართველო.
მეორედ უკვე ასპირანტურაში სწავლისას წავედი ლენინგრადში, სადაც ენის პროგრამას ვხელმძღვანელობდი. იმ დროს ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდი საელჩოებთან, საკონსულოებთან და დიპლომატების საქმიანობას გავეცანი.
განსაკუთრებით მჭიდრო თანამშრომლობა მქონდა ჩვენს კონსულთან საზოგადოებრივი ურთიერთოების საკითხებში. ძალიან მხიბლავადა ეს სამუშაო, დიპლომატია. მე მსურდა ის მეკეთებინა, რასაც ისინი აკეთებდნენ. ცივი ომის დროს ამერიკელებსა და საბჭოთა ხალხს შორის უნდობლობა იყო. სახელმწიფო დაპერტამენტები მაშინაც და ახლაც ახორციელებდნენ გაცვლით პროგრამებს, რომელთა მიზანი გამოფენების მოწყობა, წიგნების თარგმნა და მსგავსი ღონისძიებების მოწყობა იყო. მაშინ დავფიქრდი იმაზე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა ამ კედლების დასანგრევად და კავშირების განვითარებისთვის. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება გამოცდის ჩაბარების შესახებ და ჩავაბარე კიდეც. მას შემდეგ 30 წელია, დიპლომატიაში ვარ.

რადიო „ათინათი“: საკმაოდ დიდ ხანს იმუშავეთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მინდა გკითხოთ როგორც ექსპერტს, როგორ შეაფასებთ დემოკრატიის დონეს და ხარისხს პოსტსაბჭოთა ქვყნებში და კერძოდ საქართველოში?

იან კელი: ვთვლი, რომ ამ მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა, თუმცა სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ეს არც თუ ისე მაღალი სტანდარტია. უნდა ვთქვა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის დემოკრატიის ხარისხის დონით მეტწილად იმედგაცრუებული ვარ. ამიტომ ჩვენ, ამერიკელებს დიდი სურვილი გვაქვს დავეხმაროთ ქართველებს იმ მიზნების მიღწევაში, რომლებსაც ისინი ისახავენ. პირველ რიგში, ეს არის ევროპასთან ინტეგრაცია, დემოკრატიის განვითარება. ვფიქრობ, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩვენს ინტერესებშია.

რადიო „ათინათი“:
თქვენ ევროინტეგრაცია ახსენეთ. ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, საქართველოში ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა შემცირდა. გამოკითხვის თანახმად, საზოგადოების აზრი ორად გაიყო, ერთი ნაწილი მომხრეა ევროინტეგრაციისა, მეორე თვლის, რომ საჭიროა რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ასეთი შედეგები, რუსული პროპაგანდის ზეგავლენამ, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში დაშვებულმა შეცდომებმა, თუ რაიმე სხვა მიზეზებმა?

იან კელი: ვფიქრობ, რომ სხვადასხვა შეფასებები არსებობს და თითოეული გამოკითხვა დროის მხოლოდ ერთი მომენტში აღბეჭდილ ფოტოს ჰგავს. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს. ვფიქრობ, რომ კითხვის ამგვარად დასმა, ან ევროპა ან რუსეთი, არასწორია. მაგალითად, ჩვენთვის ყველაზე დიდ ბაზარს ევროპა წარმოადგენს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა მექსიკასთან ან კანადასთან. საქართველოს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა როგორც ევროპასთან, ისე რუსეთთან. საქმე იმაშია, რომ ქართველები ევროპის ნაწილად მიიჩნევენ თავს. მე ვთვლი, რომ თქვენი მომავალი ევროპასთან და იმ სისტემასთან სწორი არჩევანია, რადგან თქვენ ევროპულ ფასეულობებს იზიარებთ. თქვენ მიისწრაფვით სახელმწიფოს ევროპული მართვის სისტემისკენ. ამდენად, სავსებით შეგიძლიათ ურთერთობა იქონიოთ რუსეთთანაც და ევროპასთანაც. აქ არჩევანის აუცილებლობა არ არის.

რადიო „ათინათი“:
რადიო „ათინათი“ ძალიან ბევრს მუშაობს ახალგაზრდებთან. თქვენ როგორ ხედავთ ახალი თაობის როლს დამოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საქმეში?

იან კელი: ახალგაზრდობას უდიდესი როლი აკისრია, რადგან თქვენი მომავალი ინფორმაციული ეკონომიკაა. სწორედ ახალგაზრდებმა უნდა განავითარონ ამ ტიპის ეკონომიკა.

რადიო „ათინათი“: თქვენ არა ერთხელ გაუსვით ხაზი არასამთავრობო სექტორის როლს დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესში. კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტმა ჯერაც არ იცის, თუ რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია და რა საქმიანობას ეწევა ის. ბევრი თვლის, რომ ჩვენ მხოლოდ გრანტებს „ვჭამთ“ ან „დასავლეთის აგენტები“ ვართ. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს არასამთავრობო ორგანიზაციების დონის გასაუმჯობესებლად და მათ მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად?

იან კელი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთში არასამთავრობოების წინააღმდეგ მიმართული კამპანიით, ეს უბრალოდ ცილისწამებაა, თითქოს ეს სექტორი მხოლოდ უცხოური ფულის ხელში ჩასაგდებად მოქმედებს. რაც შეეხება საქართველოს, ვთვლი, რომ არასამთავრობო სექტორი აქ ვითარდება და ეს ძალიან ბუნებრივი და საჭიროა.

ჩვენ მოხარულები ვართ მხარი დავუჭიროთ ამ სექტორის განვითარებას, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას. დამოუკიდებელი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო, ეს ყველაფერი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილებია.

რადიო „ათინათი“: საქართველოში სახელმწიფო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებს შორის არასათანადო, ცუდი კომუკიაციაა. რა უნდა გაკეთდეს ამ სამმხრივი ურთიერთობის გასაძლიერებლად.

იან კელი: სულ 5 თვეა, რაც აქ ვარ და ვამჩნევ, რომ არ არის სათანადო კონტაქტები ამ სამ მხარეს შორის. გამიხარდა, როდესაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად არასამთავრობო სექტორთან კავშირის გაძლიერება დაასახელა. ის მზადაა, მოუსმინოს მათ. პირველივე ღონისძიება, რომელიც მან თანამდებობის დაკავებისთანავე გამართა, არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრა იყო.

რადიო „ათინათი“: რადიო „ათინათში“ვმუშაობთ ახალ პროექტზე, აფხაზ კოლეგებთან ერთად ვამზადებთ ერთობლივ გადაცემას „შეხების წერტილები“. ჩვენ საკმაოდ ბევრს მივაღწიეთ კონტაქტების დამყარებისა და ნდობის გაღრმავების მხრივ. როგორ ფიქრობთ, სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ თუ არა? როგორია რადიოს როლი კონფლიქტების ტრანსფორმირების საქმეში?

იან კელი: ის, რაც კონფლიქტის ზონაში ხდება, ძალიან არაბუნებრივია და 21-ე საუკუნეში დინების საწინააღნდეგო მიმართულებით სვლაა. ჩვენ ვცხოვრობთ კედლების ნგრევის ეპოქაში და ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, როგორ აშენებენ ახალ ბარიერებს, რომლებიც ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარებას უშლის ხელს.
ეს არაბუნებრივია, თუმცა საბედნიეროდ, დღეს ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიები და კონტაქტის სხვა საშუალებები. მანამდე თქვენს კოლეგებსაც გავესაუბრე, მივიღე ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ და ძალიან გამიხარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა.

რადიო „ათინათი“:
თქვენ ყოველთვის ხაზს უსვამთ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას. როგორც ელჩი, რა წვლილის შეტანას აპირებთ?

იან კელი: უცნაურია, რომ მსგავს რამეებს ვამბობ, რადგან მე დიპლომატი ვარ, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას. ჩვენს ინტერესებშია, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდ ბაზარზე გახვიდეთ. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც თქვენს ფასეულობებს იზიარებენ. ამის გამო აშშ-ის გადასახადის გადამხდელები მზად არიან ევროპასთან შეთანხმებაში ინვესტიციები ჩადონ.
საქართველოს გეორგაფიული უპირატესობები აქვს, ეს არის კორიდორი აბრეშუმის გზაზე. თქვენ გაქვთ არაჩვეულბერივი ბუნებრივი რესურსები, დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის სექტორს და ამ სფეროშიც გთავაზობთ ტექნიკურ დახმარებას.
ასევე პოტენციალი აქვს სასოფლო-სამეურნეო სექტორს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოების მიმართულებით. ეს არის თქვენი უპირატესობები და ჩვენ მათ განვითარებაში გეხმარებით.

რადიო „ათინათი“: როგორ ფიქრობთ, რა ხელისშემშლელ პიროებებს აწყდებით ამ გზაზე?

იან კელი: პირველ რიგში, არასტაბილურობა საქართველოსა და რეგიონში. გარდა ამისა, ქვეყანა ჯერაც ოკუპირებულია. ეს ის მიზეზებია, რამაც შეიძლება ინვესტორები შეაშინოს.
თუმცა, რეგიონში არსებულ სიტუაციას თუ შევადარებთ, საქართველო პირველ რიგებშია. მაგრამ სიტუაცია, რომელიც მსოფლიოში ბოლო დროს ვითარდება, კონფლიქტები სამხრეთით, ჩრდილოეთით - ეს გამოწვევებია საქართველოსთვის.

რადიო „ათინათი“: აშშ-ის საელჩო ფინანსურ მხარდაჭერას უწევს საქართველოსთვის მნიშვნელოვან მრავალ პროექტს, მათ შორისაა დადიანების რეზიდენციის რეაბილიტაცია. მომავალში თუ არის გათვალისწინებული პროექტის გაგრძელება. რა მოლოდინები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

იან კელი: მოხარული ვარ, რომ ჩემი სახელი დაკავშირებულია ამ სიახლესთან და დადიანების სასახლის რეაბილიტაცია დაფინანსდა.ჩვენ გავგზავნეთ რამდენიმე პროექტი ვაშინგტონში, სადაც ყოველწლიურად იმართება კონკურსი, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. იმედი გვაქვს, რომ ვაშინგტონი პროექტებს საქართველოდან წელსაც დაუჭერს მხარს.

რადიო „ათინათი“:
რას ეტყოდით ჩვენს აუდიტორიას?

იან კელი: მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ 40 წლის შემდეგ ისევ საქართველოში ვარ და მე ყოველთვის ვამბობ “To know Georgia is to love Georgia”. მე მაშინ მრავალი წლის წინ ვნახე და შემიყვარდა საქართველო. ახლა მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში ვიღებთ მონაწილეობას და მხარს ვუჭერთ საქართველოს დასავლეთთან ინტერგაციის მისწრაფებებს. და... ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო.

რადიო „ათინათი“: დიდი მადლობა, ბატონო ელჩო!

იან კელი: მადლობა თქვენ!
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.