დაფინანსებული
დაცლის საფრხთის პირას მდგარი ტყიბულის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის აღდგენას ითხოვს ®️
ქალაქში სევდას მოგგვრით უკაცური ქუჩები და მიტოვებული სახლები, ცენტრალურ უბნებშიც კი გამვლელს იშვიათად თუ შეხვდებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტი დაცლის საფრთხის წინაშე დგას. მუნიციპალიტეტში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, მოსახლეობის 12 % სოციალური შემწეობის მიმღებია, მათ შორის უკიდურესად ღატაკი, 30 000 ქულის ქვემოთ არის 188 ოჯახი, პენსიის მიმღებია 5746 პირი ანუ მოსახლეობის 27%, თითქმის მესამედი. რაიონიდან აქტიურად ხდება ახალგაზრდების გადინება, ქალაქში ბევრი დაცლილი სახლია.



ამ პრობლემის მოგვარების ბოლო იმედად, ადგილობრივ მოსახლეობას ტყიბულის მუნიციპალიტეტისათვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის დაბრუნება ესახებათ. Ichange.gov.ge-ს პორტალზე ატვირთული პეტიცია ამ სტატუსის დაბრუნების მოთხოვნით ხელმომწერების მოგროვებას ცდილობს. პეტიციის ინიციატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, ქეთევან გოცირიძეა. მისი ორგანიზაცია 11 წელია მუშაობს რეგიონის განვითარების საკითხებზე, შესაბამისად მისთვის კარგად არის ცნობილი ყველა ის პრობლემა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აღელვებს. ქალბატონი ქეთევანი აღნიშნულ პლატფორმას არასამთავრობო სექტორისა და ჟურნალისტებისთვის ჩატარებულ პრეზენტაციაზე გაეცნო, რის შემდეგ მისმა ორგანიზაციამ სამი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა ადგილობრივ მოსახლეობასთან ამ პორტალის პოპულარიზაციის მიზნით. მისი თქმით შეხვედრებს საკმაოდ ფართო საზოგადოება ესწრებოდა და ელექტრონული პეტიციების ამ პლატფორმამ საკმაოდ დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა, იმ კუთხით, რომ მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება ცივილიზებული და მარტივი ფორმით მიმართონ მთავრობას, მიაწვდინონ ხმა ამა თუ იმ პრობლემის შესახებ.

„რაც შეეხება თავად პეტიციას, ნამდვილად არ დამჭირდა ბევრი ფიქრი, თუ რა პრობლემაზე გამემახვილებინა ყურადღება, ვინაიდან ამ საინფორმაციო შეხვედრებზე ნებისმიერი დამსწრეს სურვილი და სატკივარი იყო მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის დაბრუნება, - ამბობს პეტიციის ინიციატორი ქეთევან გოცირიძე, - არ არსებობს ტყიბულის მაცხოვრებელი, რომელიც არ წუხს ამ საკითხზე, ფაქტიურად ამაში ხედავენ ჩვენი რეგიონისა და მუნიციპალიტეტის გადარჩენის ერთადერთ გზას. ის შეღავათები, რასაც მაღალმთიანი რეგიონის შესახებ კანონი ითვალისწინებს, ნამდვილად მისცემს მათ შვებას.“



სტატუსის დაბრუნება იმოქმედებს მასწავლებლებისა თუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ხელფასებზე. დღეს მუნიციპალიტეტი განიცდის კვალიფიცირებული სამედიცინო კადრების ნაკლებობას, ვინაიდან ხელფასები დაბალია და სამედიცინო პერსონალი დიდ ქალაქებში დასაქმებას ცდილობს. სტატუსის დაბრუნება იმოქმედებს ასევე პენსიების ზრდაზე. ბიზნესის განვითარების კუთხითაც იქნება გარკვეული შეღავათები, რაც ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, დაბრუნდნენ თავიან კუთხეს, წამოიწყონ საქმე და გააძლიერონ ქალაქი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტს 2002 წლამდე მინიჭებული ქონდა ეს სტატუსი. მისი მოხსნის შემდეგ, გაუქმდა ის შეღავათებიც რასაც ეს სტატუსი ითვალისწინებდა, დარჩა მხოლოდ რამდენიმე, მათ შორის საშემოსავლო გადასახადზე. სტატუსის გაუქმებამ საგრძნობლად იმოქედა მიგრაციაზე, ეს მარტო ტყიბულზე არ ასახულა. ახალგაზრდების გადინება დიდია მიმდებარე სოფლებიდან, როგორიცაა: ახალსოფელი, ბუეთი, გურნა, დაბაძველი, კისორეთი, ოჯოლა, საწირე, სოჩხეთი, ცუცხვათი, ძიროვანი, ძმუისი, წყნორი და ჯვარისა. ტყიბულის მნუნიციპალიტეტში ბოლო ათი წლის მანძილზე მოსახლეობის რიცხოვნობა 1/3-ით არის შემცირებული.



მუნიციპალიტეტიც აქტიურად იბრძვის ამ სტატუსის დასაბრუნებლად. მათი დამსახურებით სოფელ მუხურას დაუბრუნდა სტატუსი.

მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი ენიჭება 1500 და მეტი მეტრის სიმაღლეზე მებარე დასახლებებს. თუმცა, როდესაც დიდია მიგრაცია, ამის გათვალისწინებით დასაშვებია გამონაკლისის სახით 800 და 800 მეტრს ქვევით მდეგაბრე სოფლებსაც მიენიჭოთ ეს სტატუსი.

„მე მაქვს კომუნიკაცია მათთან, ვინც დატოვა სახლ-კარი, აქედან გამომდნარე დარწმუნებული ვარ, სტატუსის დაბრუნება, არამხოლოდ ხალხის გადინებას შეამცირებს, არამედ მათ დაბრუნებასაც შეუწყობს ხელს. მათ აქვთ დაბრუნების სურვილი, თუმცა პერსპექტივას ვერ ხედავენ აქ. თუ სტატუსი აღდგება, ეს დაეხმარება მათ ამ გადაწყვეტილების მიღებაში. დღეს ფაქტიურად მარტო პენსიონრები არიან დარჩენილები. არ არის სამუშაო ადგილები, არ არის ხელშეწყობა რომ ახალგაზრდები დასაქმდნენ.

გარდა იმისა, რომ მთელი რაიონი ემხრობა და მხარს უჭერს ამ პეტიციას, ის ხალხიც, ვინც უკვე დატოვა აქაურობა, ასევე ძალიან მოტივირებულია. მათაც მივაწოდეთ ინფორმაცია პეტიციის შესახებ, ისინიც აქტიურად გვეხმარებიან პეტიციის პოპულარიზაციაში და ხელმოწერების მოზიდვაში.“



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.