დაფინანსებული
ილიასეული სასამართლო შენობა დაუყოვნებელ რეაბილიტაციას საჭიროებს®️
2013 წლის 12 დეკემბრის კულტურის მინისტრის ბრძანების მიხედვით, დუშეთში 91 ობიექტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მათ შორის ილია ჭავჭავაძის დროინდელ სასამართლოს შენობას.

ილია 10 წელი მოღვაწეობდა დუშეთში, 1864-73 წლებში იგი ჯერ შუამავალი მომრიგებლის, ხოლო შემდეგ მომრიგებელი მოსამართლის ფუნქციას ასრულებდა. სასამართლო შენობა, რომელშიც ილია სამართალს განსჯიდა, დღეს განადგურების პირასაა მისული.

ონლაინ პეტიციების პორტალ ichange.gov.ge-ზე „კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის“ დირექტორის, ლია როინიშვილის მიერ ინიცირებულია პეტიცია, რომელიც ამ შენობის რესტავრაციას ითხოვს.



დღეისათვის შენობის ოთხი მეპატრონიდან, არცერთი არ იმყოფება ადგილზე, შესაბამისად, არც შენობაზე ზრუნავს ვინმე. 2007 წლამდე ამ შენობაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა სასამართლო, მას შემდეგ რაც ის სხვაგან გადავიდა კულტურული მემკვიდრეობის ამ ძეგლზე არავის უზრუნია.

ქალბატონი ლია უკვე რამდენიმე წელია იბრძვის ამ შენობის გადასარჩენად. სამწუხაროდ მის ძალისხმევას ჯერჯერობით შედეგი არ მოყოლია. 2009 წელს საზოგადოებრივ ჯგუფთან ერთად, რომელშიც შედიოდა აღმოსავლეთის არქეოლოგიის ექსპედიციის ხელმძღვანელი რამინ რამიშვილი და ხელოვნებათმცოდნე მაია მანია, მან დაიწო მოძრაობა, რათა კულტურული მემკვიდრეობა გამოეყენებინათ დუშეთის გასაცოცხლებლად. ქალბატონი ლია და ბატონი რამინი შეხვდნენ კულტურის მინისტრს, წერილობითაც მიმართეს მას, ასევე უშედეგოდ. ამ დროისათვის შენობა უკვე სავალალო მდგომარეობაში იყო.

როგორც პეტიციის ინიციატორი აცხადებს, ყველა საფეხურზე ცადეს ხმის მიწვდენა, კანონით გათვალისწინებული ყველა ხერხი გამოიყენეს, თუმცა ვითარება არ შეცვლილა. როცა ონლაინ პეტიციების ახალი პლატფორმის შესახებ შეიტყო, ქალბატონმა ლიამ გადაწყვიტა ეს საშუალებაც გამოეყენებინა და მოახდინა პეტიციის ინიცირება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის მოთხოვნით.

„ შენობა ყოველდღიურად ნადგურდება. სახურავი წვება, იატაკები ჩავარდნილია... როცა ამ შენობას გავუვლი მწარე ირონიით მახსენდება ილიას სიტყვები „კარგი სანახავია თავად თათქარიძის სახლკარი..“



საზოგადოებაც დამნაშავეა, დუშეთში ცხოვრობს 7000 ამომრჩეველი, თუმცა ეს რაოდენობა ხელმოწერებზე არ ასახულა. საზოგადოება რომ მეტად დაინტერესებული იყოს, ხელისუფლებაც იგრძნობდა მეტ პასუხისმგებლობას. ეს შენობა არის ჩვენი დღევანდელი სახე, ილიამ დუშეთში ყოფნის პერიოდში დაწერა ეს სიტყვები, „მომძულდა ეს ღვთისაგან დალოცვილი დუშეთი და მისი უკაცურნი კაცნი...“ როგორი წინააღმდეგობრივია, რომ ქალაქი არის ღვთისაგან დალოცვილი, კოხტა, ჯანმრთელი კლიმატით... და ამ დროს არ ვუფრთხილდებით მთავარ სიმდიდრეებს.“- ამბობს ლია როინიშვილი.

დღეს შენობა უკვე ამ ყოველდღიური უპატრონობით ისეთ ფიზიკურ მდგომარეობაშია, რომ მისი რესტავრაცია საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რაც სავარაუდოდ არც კერძო მესაკუთრეებს, არც ადგილობრივ თვითმმართველობას არ გააჩნია. თუმცაღა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მუხლით, ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია, იზრუნოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვაზე.



აღსანიშნავია, რომ გარდა ისტორიულ-მემორიალური მნიშვნელობისა, ამ შენობას არქიტექტურული ღირებულებაც აქვს. მე-19 საუკუნისათვის დამახასიათებელი შიდა კიბეებითა და სხვა ნიშნებით მასში ეპოქის სტილია ასახული. სასამართლოს ფუნქციონირების პერიოდში, ერთ-ერთ მოსამართლეს ილიას სახლმუზეუმიც კი ქონდა მოწყობილი ერთ ოთახში, ეზოში იდგა ბიუსტი, რომლისგანაც დღეს მხოლოდ პედესტალია შემორჩენილი.

“ილიასეული სასამართლოს შენობის გადარჩენა არ არის მხოლოდ დუშელების ღირსების საკითხი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ, დუშეთის საზოგადოებამ უნდა წამოვწიოთ საკითხი, მაგრამ დახმარებაც გვჭირდება. ვისაც დუშეთი უყვარს, დუშელები უყვარს, ვისაც ამ ქალაქთან რამე აკავშირებს ან უბრალოდ გულშემატკივრობს ილია ჭავჭავაძის სახელთან დაკავშირებულ ყველა ისტორიულ მემკვიდრეობას, გვერდში უნდა დაგვიდგეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე 18 წელზე ზევით ასაკის და დაგვეხმაროს პეტიციის ხელმოწერების მოგროვებაში.“


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.