დაფინანსებული
ზუგდიდში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის დღის ცენტრის გახსნა იგეგმება ®️
10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ეს დღე ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მობილიზებას ემსახურება. ამასთან დაკავშირებით, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს “ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის”წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, სადაც  ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების შესახებ ისაუბრეს. მას ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის” დირექტორი მარინე კურატაშვილი და გამგეობის წევრი ნატალია ჩირიკაშვილი უძღვებოდნენ. როგორც მარინე კურატაშვილმა თქვა, ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე მსოფლიოში 26 წელია აღინიშნება, ხოლო ზუგდიდი წელს პირველად შეუერთდა. მისი ინფორმაციით, წლევანდელი წელი ახალგაზრდების ფსიქიკურ პრობლემებს ეძღვნება და ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით გამახვილდება.

alt
„ეს დღე პრაქტიკულად ყოველ წელს აღინიშნება. ამ თარიღს ასეთი ფართო მასშტაბით ზუგდიდი წელს პირველად შეუერთდა. წლევანდელი 10 ოქტომბერი ეძღვნება ერთ კონკრეტულ თემას - ახალგაზრდები და ფსიქიკური ჯანმრთელობა ცვალებად სამყაროში. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო განიხილავს იმ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც  14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს აღენიშნებათ და ეს პრობლემები განსხვავდება ბავშვების ან მოზრდილი ადამიანის პრობლემებისგან“, - აღნიშნა კურატაშვილმა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე  ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სათემო ჰოსპიტალგარე მომსახურებაზე და დღის აქტივობების სარეაბილიტაციო ცენტრების საჭიროებაზე ისაუბრეს.

alt

„მეორე თემა, რაზეც შევიკრიბეთ,  ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი სათემო სერვისების დანერგვა და განვითარება ზუგდიდში. ეს იქნება ისეთი დაწესებულება, რომელიც პაციენტს არ აიძულებს, იყოს მუდმივად სახლში. ცენტრი მათ სთავაზობს საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას, თავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. ადამიანი, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემა, მიდის სარეაბილიტაციო ცენტრში, იღებს სათანადო მომსახურეობას და ბრუნდება სახლში. ამით მას ექმნება საურთიერთობო წრე, თავს გრძნობს უფრო სრულფასოვნად და ხდება მისი დაბრუნება საზოგადოებაში. ამასთან, ცენტრში მას აცნობენ დაავადების სპეციფიკას, ასწავლიან საკუთარი დაავადების მართვას და თავის მოვლას. იჩენს ახალ მეგობრებს და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს“, - თქვა კურატაშვილმა.

საინიციატივო ჯგუფმა აღნიშნული ცენტრის დასაფუძნებლად თანადაფინანსების მოთხოვნით პროექტი  ზუგდიდის მერიას უკვე გადასცა.

alt

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი თქმით, აღნიშნული ცენტრი, რომლის შესახებაც ინფორმაცია მიეწოდათ, მნიშვნელოვანია და მის დაფუძნებას მიესალმებიან.











Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.