პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში იწყება ახალი დიდგორი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სიძულვილზე, რევანშზე დაფუძნებული დაპირისპირება ®️
საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში ჩვენმა ქვეყანამ თავისი ადგილი დაიბრუნოს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"საქართველოსთვის იწყება ახალი დიდგორი. ჩვენ ამ ბრძოლის წინაშე ვდგავართ. ბევრი რამ გაკეთდა წინა წლებში, დღეს საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში ჩვენმა ქვეყანამ თავისი ადგილი დაიბრუნოს. არ უნდა დავიჯეროთ, რომ რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი ჩვენი მოქალაქე საზღვარგარეთაა წასული, ის ვერ მოიპოვებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე. დიდგორი პირველ რიგში, რასაც ნიშნავს, ეს არის ჩვენში გაერთიანება, რომ აღარ იყოს ამ ქვეყანაში ისეთი დაპირისპირება, რომელიც დაფუძნებულია სიძულვილზე, რევანშზე. გაუთავებელმა დაპირისპირებამ ქვეყანა შეიძლება, გახლიჩოს", – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო სხვადასხვა ეროვნების, კულტურის, რელიგიის მიუხედავად, ადამიანების თანაცხოვრება ისე, რომ შიგნით არასდროს მომხდარა დაპირისპირება.

"ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელზეც მაგალითად ისრაელში ამბობენ, რომ თუ რომელიმე ქვეყანა არის მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს ბოდიში მოსახდელი ისრაელისა და ებრაელების მიმართ, ეს არის საქართველო, რადგან დანაშაული ამ კუთხით მას არასდროს ჩაუდენია. ეს არის ძალიან დიდი იშვიათობა მსოფლიოში, რადგან პრაქტიკულად ყველგან იყო ასეთი გამოვლინებები. ასევე, ეს არის საქართველოს ძალიან დიდი ისტორიული განძი, რომლითაც მოვდივართ. ყველა გამოვლინება, ძალადობის, სიძულვილის, დაპირისპირების არის ამ განძის მიმართ დანაშაული, საქართველოს იდენტობის მიმართ დანაშაული. დღეს ვართ, ადგილზე, სადაც სხვადასხვა წარმოშობის ადამიანები ცხოვრობენ ერთად. ჩვენ ამით ტოლერანტობის და ერთმანეთის პატივისცემის გზაზე მივდივართ. ჩვენ არ უნდა დავიხიოთ უკან, არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს. პირიქით, ამაზე უნდა ავაშენოთ მომავალი საქართველო. მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს ბრძოლაა არამხოლოდ კონკურენტებს შორის, არამედ ბრძოლაა დიდგორის, გადამწყვეტი ბრძოლაა, სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის. ეს არჩევანი ყველას გასაკეთებელია, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი ქვეყანა გინდათ თქვენი შვილებისთვისა და შვილიშვილებისთვის. მე ამ სტაბილურობის გარანტი ვიქნები, თუ თქვენს ნდობას დავიმსახურებ, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით ერთად საქართველოსთვის" , – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.