პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - დღეს საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე ®️
დღეს საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ჩემზე ყველაფერს ამბობენ და იგონებენ. საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე. მგონი, ჩემ გარდა, არც ერთ საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, არც მოლაპარაკებებზე და არც შეხვედრებზე ქართულად არ ულაპარაკიათ. შეიძლება, შეცდომით ვსაუბრობ ხოლმე, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი ქართული უშეცდომოა, მათ შორის ჩემი შვილების მეტყველება, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ისინი ქართულად საუბრობენ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ოპონენტები აბრალებენ, რომ არის რასისტი, ქსენოფობი და ეს ყველაფერი კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს ეფუძნება.

„მეორე რასაც ეხებიან არის პატრიოტიზმი, ის ყველაფერი, რითაც მოვდივარ ემიგრაციიდან. თურმე ვარ რუსეთის აგენტი, პრორუსი და ა.შ. ეხებიან ჩემი სარწმუნოების საკითხს, თურმე არ ვარ მართლმადიდებელი და ვარ კათოლიკე, მართლმადიდებლობაა ჩემი სარწმუნოება, მაგრამ, რატომ არის ეს ლანძღვის საგანი, არ ვიცი. ეჭვქვეშ აყენებენ ჩემს ტოლერანტობას, ირწმუნებიან, რომ ვარ რასისტი, ქსენოფობი, ეს ყველაფერი კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს ეფუძნება. რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელებიც მოსახლეობას ეცნობიან, როგორც სალომე ზურაბიშვილის აგიტატორები და მათ უსვამენ კითხვებს: რა მოგიტანათ ევროკავშირმა ან ნატო-მ? ხალხს კი უკვირს ეს და ასკვნის, რომ მე პროევროპელი და პროდასავლელი არ ვყოფილვარ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.