პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცებს აქვთ იმედი, რომ ეს არჩევნები გადავა არასტაბილურ სიტუაციაში და ამისთვის ემზადებიან კიდევაც საზღვრის გარედან ®️
ვიღაცებს აქვთ იმედი, რომ ეს არჩევნები გადავა არასტაბილურ სიტუაციაში და ამისთვის ემზადებიან კიდევაც საზღვრის გარედან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მრავალეროვნება, მრავალენოვნება – ეს ყველაფერი არის ის, რაც ქმნის საქართველოს სიძლიერეს, საქართველოს სიმდიდრეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საფუძველი დაშლის და ჩვენ ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენს ირგვლივ ძალიან რთული რეგიონია. ერთი ვიცით, ვინც არის ჩვენი ორი ტერიტორიის ოკუპანტი, მაგრამ ასევე, რთულია საერთოდ, რეგიონი. აქეთ – ტერორიზმი, იქეთ – არასტაბილურობა და ჩვენ ვართ რაღაცნაირი კუნძული ამ რთულ რეგიონში, რომელიც ძალიან ღირებულია ჩვენი პარტნიორებისთვის. ამიტომ, შეგვიძლია, უფრო მეტი მოვითხოვოთ და უფრო სხვანაირად, მე ამის დიდი იმედი მაქვს, წარვმართოთ მოლაპარაკებები მათთან, რომ ცოტა უფრო კონკრეტული და უფრო სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდეთ იმ ერთადერთ გზაზე, რომელიც არის ჩვენი გზა ევროპასთან შეერთებისა, მაგრამ ჩვენ შიგნით უნდა შევინარჩუნოთ ჯერ ეს სტაბილურობა. ვიღაცებს აქვთ იმის იმედი, რომ ეს არჩევნები გადავა რაღაც არასტაბილურ სიტუაციაში და ვიღაცები ამისთვის ემზადებიან კიდევაც საზღვრის გარედან; რაღაცას გვეუბნებიან, რომ შეიძლება მოხდეს და უნდა მოხდეს რევოლუცია და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

უნდა ვიყოთ მზად სტაბილურობისთვის – ეს იქნება ჩემი პირველი და მთავარი დანიშნულება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.