საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი - ჩემგან არავის მოუსმენია სიძულვილის არც ერთი სიტყვა ®️
ჩემგან არავის მოუსმენია სიძულვილის არც ერთი სიტყვა, შეიძლება დღეს ან წარსულში პოლიტიკური კრიტიკისთვის მიმიმართავს, მაგრამ ეს ბუნებრივია და აზრთა სხვადასხვაობისთვის აუცილებელიც არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დუშეთში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"სიძულვილის ენა ჩემთვის უცხოა, ამ კუთხით მე ვარ ნამდვილი ქართველი, რადგან ქართული კულტურა ზრდილობით იწყება. ეს ყველას, პირველ რიგში, პრეზიდენტის ვალდებულებაა, რომ ახალგაზრდებს მაგალითი მივცეთ, როგორ უნდა განვეწყოთ ერთმანეთისადმი, თუ გვსურს ქვეყნის გაძლიერება და გაერთიანება. ამის გარეშე ვერ შევძლებთ ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას. გამთლიანებაზე ლაპარაკი ზედმეტია თუ ვერ შევთანხმდებით, რომ ერთმანეთი არ ვლანძღოთ, სულიერად არ ვკლათ. მე ვიქნები ყველა მოქალაქის და არა რომელიმე ჯგუფის პრეზიდენტი. სხვა თანამედროვე და ცივილური ფორმა ქვეყნის მართვისა არ არსებობს, თუ მის სათავეში არ არის ადამიანი, რომელიც ამის მაგალითის მომცემი შეიძლება იყოს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.