ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: არის ძალიან ბევრი საკითხი, უფლებები, რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის ®️
„არის ძალიან ბევრი საკითხი, უფლებები, რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. მაგალითად, დაცვა ყველა იმ კატეგორიების, რომელიც ქვეყანაში დაუცველი კი არა, მაგრამ არასაკმარისად დაცულია“,- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები და შშმ პირები მისი, როგორც პრეზიდენტის მფარველობის ქვეშ უნდა იყვნენ.

„არის ძალიან ბევრი საკითხი, უფლებები, რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. მაგალითად, დაცვა ყველა იმ კატეგორიების, რომელიც ქვეყანაში დაუცველი კი არა, მაგრამ არასაკმარისად დაცულია. ეს ეხება მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, შშმ პირებს, რომელთაც სჭირდებათ არამხოლოდ რამდენიმე პანდუსი იქა თუ აქ, არამედ ზრუნვა. როგორც პრეზიდენტი, მაგრამ როგორც დედა ვთვლი, რომ რაღაცა ფორმით ესენი ჩემს მფარველობაში უნდა იყვნენ. ვაპირებ ჩართული ვიყო ყველა იმ საკითხში, რაც ეხება ადამიანურ, სოციალურ, ჯანდაცვის უფლებებს,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.