ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს“ ესტუმრა ®️
დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს“ ესტუმრა. მან საშემოდგომო დღესასწაულის აღმნიშვნელ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. სკოლაში სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები სწავლობენ.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანების თანაცხოვრება და ახალგაზრდებს ამ ტრადიციის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბედნიერი ვარ, რომ შევძელი აქ მოსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სკოლაა. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა წარმომავლობის მქონე ადამიანები თანაცხოვრობენ, კარგად უგებენ ერთმანეთს. თქვენ აქ, ამ სკოლაში ამ მაგალითს აგრძელებთ, და ეს მთელი ცხოვრება ასე უნდა გაგრძელდეს. ეს ის ფასეულობაა, რამაც დღემდე მოგვიყვანა და არ შეიძლება მისი დაკარგვა, მინდა, მოგილოცოთ, რომ ეს თქვენ შეძელით, სკოლის ხელმძღვანელობას კი მადლობას გადავუხდი ამისთვის და გეტყვით, რომ როგორც პრეზიდენტი, მომავალში თქვენს გვერდით ვიქნები“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.