ახალი ამბები
ვაკის ამრჩეველთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან ერთად მივიდა ®️
ვაკის ამრჩეველთან შეხვედრაზე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან ერთად მივიდა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი შვილი საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი პირველი მხარდამჭერი ქეთევანი. ის ამ დილით ჩამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა მას, ამას ნიშნავს ქართული ოჯახი, რომელიც შენ გვერდით დგას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ბევრი ადამიანური და ბუნებრივი რესურსი აქვს, რაც აუცილებლად უნდა დაიცვან და განავითარონ.

„28 ოქტომბრის შემდეგ იწყება ჩვენი ძალიან საინტერესო სვლა, რომ ქვეყანა გავხადოთ თანამედროვე, ევროპული და ამავე დროს ქართული, ძალიან ძლიერი სახელმწიფო.

ამ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი რესურსი – ნიჭის, ადამიანური და ბუნებრივი. უნდა დავიცვათ ეს ბუნებრივი რესურსები და ისინი განათლებითა და ცოდნით განვავითაროთ. ეს არის საქართველოს გზა ევროპისკენ და არა მხოლოდ ევროკავშირში სამართლებრივად გაერთიანების, არამედ იმ მხრივაც, რომ ჩვენ გავხდეთ ის, რაც ღრმად არის ჩვენს ბუნებასა და ფესვებში – ეს ევროპული, ცივილური ქვეყანაა, რომლისთვისაც ყველაფერი გვაქვს, მაგრამ, ალბათ, ცოტა მეტი შრომა და თანმიმდევრულობა გვინდა.

მე ვიქნები ყველა იმ უფლების დამცველი, რომელიც ჩაწერილია კონსტიტუციაში. სოციალურად დაუცველი ფენა, შშმ პირები, რომლებისთვისაც ჯერ არ გაგვიკეთებია, რაც მათ სჭირდებათ და რაც ეკადრება საქართველოს, უნდა შემოვიყვანოთ საზოგადოებაში. ეს საზოგადოება უნდა გახდეს მართლაც ქართული საზოგადოება თავისი ყველა ღირებულებით – ტოლერანტი, დემოკრატი, ღია, საკუთარი ფასეულობების, ისტორიისა და ტრადიციების დამცველი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.