არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი - საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად ®️
საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შშმ პირებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, ამ მიმართულებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური წარმომადგენელი და შესაბამისი ჯგუფი იმუშავებს.

"გამოვყოფდი შშმ ქალებსა და იმ შშმ ბავშვების დედებს, რომლებიც, პრაქტიკულად, სახლში ჩაკეტილები არიან, გარეთ ვერ გადიან. მრავლადაა სოციალური, ეკონომიკური პრობლემები. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ პირველ რიგში სხვადასხვა მიმართულება უნდა დავსახოთ ამ პრობლემისადმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არა მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იქნება, მასთან ერთად არსებული მოქმედი სამუშაო ჯგუფი იარსებებს, ისინი ამა თუ იმ პრიორიტეტებზე იმსჯელებენ.

მთავარია, ერთი მთლიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება და არა ამ პრობლემებზე ნაწილ-ნაწილ პასუხები. გარკვეული ნაბიჯები სწორად არის გადადგმული, სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობა დაწყებულია, აუტისტებისთვის, შშმ პირებისთვის არსებობს გამაჯანსაღებელი რეაბილიტაცია თბილისის ზღვაზე, მაგრამ საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია და უნდა გავარკვიოთ, საით მიდის ქვეყანა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. როგორც პრეზიდენტი, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ჩავუდგე სათავეში, რომ ის სხვანაირად ამოქმედდეს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.