სალომე ზურაბიშვილი: რუსები ჩემი წიგნიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ამონარიდებს ხმარობენ, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ®️
რუსები ჩემი წიგნიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ამონარიდებს ხმარობენ, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის
დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
„თუ ვინმემ იცის, როგორ მუშაობს რუსეთი საერთაშორისო სასამართლოებში, ვფიქრობ, ძალიან ზედაპირულია იმის თქმა, რომ ჩემი ერთი წიგნიდან რაღაც ანალიზის გამოტანით 2011 წელს ერთი სასამართლო წააგეთ. რაც შეეხება მეორე სასამართლოს, ის სულ სხვა საკითხზეა, ჯერ დაწყებული არ არის, დღეს არიან ჩამოსული და უნდა მოუსმინოთ განცხადებებს, რაც დღეს თბილისში სასამართლოდან ჩამოსული წარმომადგენლების მიერ გაკეთდა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები