არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გავაცანი ჩემს მიმართ განხორციელებული მუქარა, რაც ჩემს ქალიშვილსაც ეხება, რომელიც ამერიკის მოქალაქეა ®️
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ საარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მასსა და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე მიაწოდა ინფორმაცია.

„დღეს შევხვდი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც ახლახან ჩამოვიდა საქართველოში, დაახლოებით ორი კვირაა. მანამდე ჰქონდა ოფიციალური შეხვედრები მთავრობასთან. პრეზიდენტობის კანდიდატებიდან პირველი მე შემხვდა, რომ ესაუბრა საარჩევნო გარემოზე. რამდენადაც ვიცი, ჩემს კონკურენტს უნდა შეხვდეს მეორე ნახევარში. ავუხსენი, რა მდგომარეობაში დაიწყო ეს საარჩევნო კამპანია, რა იყო ჩემი მოწოდება, რომ კამპანია ყოფილიყო ევროპული და დასავლური ტიპის. როგორ გარდაიქმნა ბევრად უფრო ბნელ საბჭოთა კამპანიად ვიდრე, ვისურვებდი. ამის შესახებ მას ბევრი დეტალი გავაცანი, თუნდაც ბოლო დროინდელი მუქარა, რაც სხვათა შორის, ასევე, ეხება ჩემს ქალიშვილს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტებებსა და პრიორიტეტების მოსახლეობისთვის წარდგენის საკითხებს.

„ასევე, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, თუ რა იქნება ჩემი პოზიციონირება, როგორც პრეზიდენტის, რა თემები, რა პრიორიტეტები და რამდენად რთული იყო ამ თემებისა და პრიორიტეტების გაცნობა მოსახლეობისთვის გამომდინარე იქიდან, როგორ ჩატარდა კამპანია და რამდენი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობდა. როგორც მოგეხსენებათ, ახალი ჩამოსული არის და ძალიან დაინტერესებულია ამ ყველაფრით. მისთვის ყველა ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ დღის მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ყველა შეხვედრა დასრულდება, საელჩოში გაკეთდება ოფიციალური განცხადება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.