არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი - ყველაფრის მიუხედავად, ჩემი შვილი ჩამოვიდა და ჩემთან ერთად ბრძოლას აპირებს, ეს ძალიან დიდი ძალაა ®️
ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის სოლიდარობა, რომელიც არის ძალიან დიდი ძალა, – ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ შეხვედრაზე შეკრებილებს.

მისი თქმით, საქართველო არ არის ტიპური აზიური ქვეყანა, სადაც ქალები დაჩაგრულები არიან. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ბევრი ძლიერი ქალია, თუმცა ისინი პოლიტიკაში ნაკლებად არიან წარმოდგენილი.

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ის კამპანია, რაც დღეს ყველამ ერთად გავიარეთ, შეიძლება იყოს ერთგვარად იმის ახსნა, რატომ არ არიან ქალები ჩართული პოლიტიკაში ისე, როგორც უნდა იყვნენ. განვლილ რამდენიმე კვირაზე რომ დავფიქრდი, მივედი დასკვნამდე – მე რომ ვყოფილიყავი ოჯახით, ჩემი შვილები აქ რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება ამ ბრძოლაში არ წავსულიყავი. ან ყოველ შემთხვევაში რამდენიმე დღის, კვირის შემდეგ ჩავთვლიდი, რომ ეს ალბათ ძალიან დიდი და მძიმე ტვირთია. შეიძლება, ვერ გამებედა, რადგან ამ ქვეყანაში ბიჭი რომ გეზრდება, როცა იმას ისმენს, რასაც ამბობდნენ ამ პერიოდში, ალბათ ძალიან ძნელია ქალისთვის, რომ ამას გაუძლოს. მაგრამ ამავე დროს, ვარ ძალიან დიდი იმედით. ჯერ ერთი, ყველაფრის მიუხედავად, ჩემი შვილი ჩამოვიდა და ჩემთან ერთად ბრძოლას აპირებს, ეს ძალიან დიდი ძალაა ჩემთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახალი პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე იქნება ვალდებული.

„სწორად ეს საზოგადოება უნდა შევცვალოთ ისე, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს. მივუახლოვოთ იმ იდეალს, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია მომავალი ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი საქართველო. ეს არის ყველა ის დარგი და ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტს ეკისრება ახალი კონსტიტუციის მიხედვით. პრეზიდენტს აქვს ძალიან ბერი საქმე, თუ სერიოზულად მიიღებს მას და არ ჩაერთვება პოლიტიკაში, რაც მე ნაკლებად მაინტერესებს.

მინდა, რომ საზოგადოება შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ თანამედროვე, სამართლიანი და ქართული საზოგადოება. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მაგალითად პედაგოგებზე. განათლების გარეშე თანამედროვე საზოგადოება არ იქნება. განათლება პირველ რიგში, ნიშნავს მასწავლებლებისა და პედაგოგების პატივისცემას. ის ძველი საქართველო, რომლიდანაც მე მოვდივარ იყო დაფუძნებული სწორედ პედაგოგებზე, მასწავლებლებსა და მათ მიმართ პატივისცემაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.