არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი - საჭიროა, რეგიონები განვითარდეს, მეტად შეიძლება საექსპორტო ბაზრის გახსნა, მე ვიქნები ელჩი ამ მიმართულებით ®️
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გორში ფერმერებს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რეგიონები განვითარდეს.

„საქართველოში გორი არის ერთ-ერთი ძლიერი რეგიონი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება, რომ რეგიონები განვითარდეს. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ვიქნები რეგიონების პრეზიდენტი, რადგან ამ ქვეყანაში თუ არ იქნა ძლიერი რეგიონი, სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი. არ შეიძლება, ყველაფერი იწყებოდეს და მთავრდებოდეს თბილისში. სანამ არ გავაძლიერებთ რეგიონებს ისე, რომ აქედან წასვლა არავინ მოისურვოს, მანამდე არ ვიქნებით ისეთი განვითარებული ქვეყანა, რისკენაც ვისწრაფვით. მე ვიქნები თქვენს გვერდში, რათა რეგიონები თავიანთი მიმართულებებით გავაძლიეროთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, იქნება ფერმერების ელჩი საექსპორტო ბაზრებზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის საექსპორტო ბაზარი არასოდეს იქნება მხოლოდ რუსეთი.

„ჩვენთვის ღიაა მსოფლიო და მეტად შეიძლება ამ ბაზრის გახსნა. მე ამაზე ვიმუშავებ ჩემი წარსული გამოცდილებით და შემიძლია, ამ დარგში მივიღო შედეგები ისე, როგორც სხვა დარგში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ფერმერები არიან მაგალითი,როგორ უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფომ და კერძო სექტორმა.

„სახელმწიფო კი არ უნდა ქმნიდეს სამუშაო ადგილებს თავად, რასაც თავად ქმნის, ესაა საჯარო სექტორი და აწვება ქვეყნის ბიუჯეტს, სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს მცირე და საშუალო ბიზნესს რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. ესაა ქვეყნის ხერხემალი. აწარმოე საქართველოში წარმატებული პროგრამაა და ასეთი პროგრამები უნდა იყოს მეტი და ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, იქნება ფერმერების დამცველი.

„შრომის უსაფრთხოება და ყველა ის პირობები, რომელიც არსებობს საწარმოში, უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს. ადამიანების დაცულობა ევროპის მიღწევაა და უნდა გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. ასევე, დაცულობა მეწარმეების. არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი არ იყოს თქვენს გვერდით. მიგულეთ თქვენს გვერდით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.