არჩევნები
მომღერალმა ნათია თოდუამ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა ®️
აფხაზეთიდან დევნილმა, მომღერალმა ნათია თოდუამ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა და მასთან ერთად ენგურზე მივიდა.

ნათია თოდუას თქმით, იგი მოხარულია, რომ სალომე ზურაბიშვილს ასეთი დამოკიდებულება აქვს აფხაზეთთან.

"დღეს, როდესაც ქალბატონ სალომეს პირადად შევხვდი და მან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, აფხაზეთზე, დაიწყო საუბარი, მინდოდა მისთვის გამეზიარებინა ყველა ის გამოცდილება, წუხილი, დარდი, სევდა და იმედი, რაც აფხაზეთთან მაკავშირებს. ეს, ასევე, გამოიწვია, პირველმა ქართულმა სიმღერამ აფხაზეთზე, "ფრთამოტეხილი მაფშალია", რაც ჩავწერეთ. მიხარია, რომ ქალბატონ სალომეს ასეთი დამოკიდებულება აქვს აფხაზეთის თემაზე და ასე მოეწონა სიმღერა აფხაზეთზე. მისი დამოკიდებულება და იმედები, რაც აფხაზეთში მყოფ ხალხზე და აფხაზეთზე არის, მე ვფიქრობ, უნდა გსიამოვნებდეს ადამიანს და თუ შეგიძლია ხელი უნდა შეუწყო მას. ჩემი აქ ყოფნით, მცირედი არის ის, რაც შემიძლია იმ ტერიტორიისთვის, საიდანაც მოვდივარ, რასთანაც დიდი სიყვარული მაკავშირებს, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიყვარულით და მშვიდობიანი თანადგომით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ძალა ერთობაში და სიყვარულშია", - აღნიშნა ნათია თოდუამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.