გიორგი შენგელია ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დღესასწაულს დაესწრო ®️
დღეს ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დღესასწაული აღინიშნება. საზეიმო წირვას "ქართული ოცნების" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია დაესწრო.
"გილოცავთ ჩვენი ეპარქიის და ტაძრის მრევლს ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს. ჩვენი ტაძარი სამების შემდეგ ახალაშენებულ ტაძრებს შორის სიდიდით მეორე ადგილზეა. მიხარია, რომ ტაძრის მშენებლობა დასრულდება და ფონდი "ქართუ" მის სამშენებლო სამუშაოებს დააფინანსებს", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
სადღესასწაულო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა.
მასალის გამოყენების პირობები