არჩევნები
გიორგი შენგელია სანდრა რულოვსს დებატებში იწვევს ®️
"ქართული ოცნების“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს სანდრა რულოვსს დებატებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იწვევს, რადგან იმედში მისვლაზე რულოვსმა უარი განაცხადა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში თოქ-შოუ ,,პირისპირ“ გააკეთა.

,,ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ სხვადასხვა საკითხზე - მე მინდა დღესვე პირდაპირ ეთერში მოვიწვიო ქალბატონ სანდრა რულოვსი დებატეში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლზე“, სადაც შეგვეძლება ყველა ამ საკითხზე პირისპირ ვისაუბროთ პირდაპირ ეთერში. გავხდეთ ხალხისთვის თვალსაჩინო, რადგან ზუგდიდელი ხალხი იმსახურებს მეტ კომუნიკაციას“ - განაცხადა მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გადაცემაში ,,პირისპირ".

„ზუგდიდის მერობა, ეს არ არის ზოგადი პოლიტიკური ინტერესების მიმათულება. ზუგდიდის მერი უნდა იყოს ხალხის მერი, ხალხის გვერდში მდგომი სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში, ამიტომ მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობდე და მოსახლეობას გაურბოდე შიშის გამო , რომ რამე კრიტიკული არ მოისმინო ეს არის ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი. სამწუხაროდ, ეს ჩვენს ოპონენტებს წინასაარჩევნო ფონად გასდევს.’’ - განაცხადა შენგელიამ.

მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის ინფორმირებას და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს დემოკრატიის აუცილებელი პრინციპია. შენგელიამ იმედის ეთერში საკურთარ პროგრამაზე და გეგმებზე ისაუბრა. სანდრა რულოვსმა კი გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორც გადაცემის წამყვანმა განაცხადა, მასთან მოლაპარაკებას ტელევიზია 2 დღის განმავლობაში აწარმოებდა, თუმცა საბოლოოდ უარი მიიღეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.