რეგიონი
გიორგი შენგელია: ანაკლიაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ ®️
„ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება“, - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანაკლიაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. გიორგი შენგელიას განმარტებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან ამ პორტში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და მუნიციპალიტეტის სწრაფი ეკონომიური განვითარება მოხდება.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის თქმით, ანაკლიაში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილია 6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელება, მათ შორის საბავშვო ბაღის მშენებლობა, კაფე-რესტორნის და ხიდის რეაბილიტაცია.

"საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განვაგრძობთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს შევხვდით ანაკლიის მოსახლეობას და მათ იმ პრიორიტეტების შესახებ ვესაუბრეთ, რაც ჩვენი მთავარი უპირატესობაა. აღსანიშნავია, რომ ანაკლიაში ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, აშენდება ადაპტირებული და კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი, ანაკლიასა და განმუხურში ხორციელდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, აღდგება ამფითეატრი, ზღვამდე მისასვლელი ბილიკები, განხორციელდება კაფე-რესტორნის და ხიდის რეაბილიტაცია. ანაკლიაში ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ კერძო სახლებისთვის მიგვენიჭებინა ნომრები, აღნიშნული პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე დასრულდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი - ანაკლიის პორტში ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და ეს პორტი ახალ პერსპექტივას გაუხსნის ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.