სამეგრელოში მენტორობის პროგრამის განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა (ფოტო, ვიდეო) ®️
11:33 / 09.09.2019
საერთაშორისო ორგანიზაციის “Hilfswerk International” პარტნიორმა ასოციაცია „თანხმობამ“, პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ-უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში,
განმუხურში სამუშაო შეხვედრა გამართა.
დისკუსიას ევროკავშირის, იუსტიციის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილები პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ და იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მენტორობის პროგრამის დანერგვის საჭიროება სამეგრელოში, მისი განხორციელებისათვის საჭირო რესურსების მოძიება და თანამშრომლობა სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორს შორის.
გარდა ამისა, დისკუსიის მონაწილეებმა მენტორობის კონცეფცია განიხილეს, როგორც სამეგრელოში კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მდგრადი ინსტრუმენტის დანერგვა.
შეხვედრის ორგანიზატორების განმარტებით, მენტორობა სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანებს შორის ურთიერთობას, არაფორმალურ და გრძელვადიან კომუნიკაციას გულისხმობს. მისი მიზანი თითოეულ ბენეფიციარში სოციალური შესაძლებლობების გაუმჯობესების ხელშეწყობაა.
საქართველოში პროექტის მენეჯერის ნანა გოგოხიას თქმით, პროექტში მენტორები ის ადამიანები არიან, რომლებიც მოხალისეობრივად უწევენ დახმარებას კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს და ეხმარებიან მას, როგორც საზოგადოებაში ინტეგრაციასა და საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში, ისე ოჯახთან და გარშემო პირებთან ურთიერთობაში.
„პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ“ უკვე სამი წელია მიმდინარეობს. დღეს სამეგრელოში იმართება პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის - მენტორობის პროგრამის დანერგვასთან დასავშირებული შეხვედრა, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან მოწვეული. მენტორობა არის მოხალისეობრივი პროგრამა და ის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას და მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის დაძლევას ემსახურება“, - თქვა ნანა გოგოხიამ.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებმა მოისმინეს უშუალოდ მენტორების გამოცდილება და მოსაზრებები, თუ რატომ გადაწყვიტეს მათ ჩართულიყვნენ პროექტში და შეეცვალათ უკეთესობისკენ თავიანთი სამენტორე პირების ყოველდღიურობა.
ასევე, შეხვედრის ფარგლებში მოეწყო მენტორობის შესახებ ფილმის ჩვენება.
პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული და ხორციელდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით. პროექტი 2017 წელს დაიწყო და 2020 წლის 1 თებერვლამდე გრძელდება.
პროექტის მეორე ეტაპის მიზანია შიდა ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში მცხოვრები სრულწლოვანი პრობაციონერების, განრიდებული პირების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაციის ხელშეწყობა ინტეგრირებული მიდგომის გზით.
გასული 6 წლის განმავლობაში, მენტორობის პროგრამაში საქართველოს სამ რეგიონში ( სამეგრელო, იმერეთი და შიდა ქართლი) უკვე ჩაერთო 90-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც მაღალი სამოქალაქო პასუხისგებლობით გამოირჩევიან.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები