დაფინანსებული
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში თხილის სექტორში არსებული ვითარება შეაჯამეს
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში თხილის სექტორში არსებული ვითარება შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო.

„მოგეხსენებათ, თხილი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია; შესაბამისად, თხილის სექტორის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყურადღება მინდა გავამახვილო დარგობრივი ასოციაციების როლის გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მათი კონტრიბუციის მნიშვნელობაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და სახელწიფოს ერთიანი ძალისხმევის წარმატებული შედეგი თხილის სექტორში არსებული ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური გამოწვევის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციას Ferrero დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

შეხვედრაზე ყურადღება მცირე ფერმერების ცოდნის გაღრმავებასა და არასაკმარისი მოცულობისა და რაოდენობის სასაწყობო მეურნეობის საკითხებზე გამახვილდა.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეთხილე ფერმერები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.