ელიტარული სახლი «მარმაქს ჯორჯიას» ხედვით მაღალი დონის ტექნიკური აღჭურვილობით იწყება, სადაც დაცული და გამართულია შენობა-ნაგებობის ტექნიკური მხარე და უსაფრთხოება.
შენობის ექსტერიერი და მისი იერსახე არსებული გარემოსა და დიზაინის (არქიტექტურის) თანხვედრაა, ამიტომ უჩნდებათ სურვილი ადამინებს შეიძინონ ბინა ჩვენს კორპუსში და ეს ადამინები გახლავთ სწორედ, ისინი, ვისაც აინტერესებს უსაფრთხოება, ესთეტიკა, ჯანსაღი გარემო. ასე იქმნება და იზრდება ,,დადიანი რეზიდენსის” მაცხოვრებელთა ელიტარული ჯგუფი, ადამიანები რომელთა ინტერესები თანხვედრაშია სწორ ფასეულობებთან.
ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს და დარწმუნდეს კომპანიის მიერ შეთავაზებული ბინების უმაღლეს ხარისხში.
ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, გრძელვადიანი ურთიერთობა დავამყაროთ ჩვენს მომხმარებელთან, მათი მოლოდინების დაკმაყოფილებისა და ნდობის მოპოვების მიზნით.
როგორი გადახდის პირობებია ,,მარმაქს ჯორჯიაში’’ ბინის შეძენისას?თუ თქვენ გსურთ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომლექსში ,,დადიანი რეზიდენსში’’ ბინის შეძენა, „მარმაქს ჯორჯიამ“ და „თიბისი“ ბანკმა შეიმუშავა პროდუქტი, რომელიც თქვენი მხრიდან 0%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაშიც კი გეძლევათ შანსი იყიდოთ ბინა, როგორც იპოთეკური მიმართულებით სესხზე ექსკლუზიურად დაბალი პროცენტით, ასევე გარანტიების წარმოშობის მხრივ.
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებელზე და ჩვენი მომავალი ბინათმფობელებისათვის შევქმენით მოხერხებული გადახდის პირობები.
სესხის დამტკიცების სწრაფი საოპერაციო ნაწილი;
თანამონაწილეობა 0 % (თუ მყიდველს არ აქვს დანაზოგი თანამონაწილეობისთვის ჩვენი კომპანია დაუდგება თავდებად) რაც იმას გულისხმობს, რომ დანაზოგის გარეშე შესაძლებელია სესხის გაკეთება და ბინის შეძენა;
საპროცენტო განაკვეთი ექსკლუზიურად დაბალ პროცენტში;
ასევე თიბისი ბანკი წარმოადგენს გარანტიას დასრულებასთან და ვადებთან.
პროექტი სრულიად დაფინანსებულია, რაც არის მშენებლობის დასრულების გარანტია. გადახდის პირობები კი ინდივიდუალური.
როგორია ,,დადიანი რეზიდენსის” ფასადი ?ჩვენ ვიცით, რომ თქვენი საცხოვრებელი სახლისთვის საბოლოო შედეგი, ერთ -ერთი მნიშვნელვანი დეტალია, სწორედ ამიტომ აუცილებელია ესთეტიკური შესახედაობა.
,,დადიანი რეზიდენსის’’ ფასადი კომპოზიტიურია, მის მოსაპირკეთებლად გამოყენებული იქნება რამდენიმე სახის მასალები, რომელიც წარმოადგენს ეფექტურ ამინდდამცავს და შეუძლია გაუძლოს ბუნებრივი ელემენტების ზეგავლენას გარე ფასადის მოსაპირეკთებლად რიკულები გაამდიდრებს და გაამრავალფეროვნებს შენობის იერსახეს, აგური შექმნის სიმყუდროვის შეგრძნებას, ხე (ხის მასალის ელემენტები) მოახდენს მაცხოვრებელთა განწყობის დათბობას და მიმდებარე ტერიტორიასთან ჰარმონიულ შეწყობას
,,მარმაქს ჯორჯიას’’ პროექტის გარე ფასადი საკმაოდ მრავალფეროვანი, დახვეწილი, ლამაზი ფერისა და ტექსტურის მქონე იქნება და წლების განმავლობაში შეინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს.
როგორი სახურავი/გადახურვა აქვს ,,დადიანი რეზიდენს’’ ?,,დადიანი რეზიდენსის’’ სახურავი მყარი, რამდენიმე ფენა ცეცხლსაწინაადეგო სითხით დამუშავებული ხის კოჭების კონსტრუქციისგან შედგება, რაც უსაფრთხოებისა და ეკოლოგიურობის ოქროს შუალედს წარმოადგენს. მთავარი საფარი კი მაღალი ხარისხის თუნუქის პროფილია, რომელიც კრამიტის გადახურვის იმიტაციას წარმოადგენს.
გადახურვის დამცავი ფენები ევროპული თანამედროვე სტანდარტებით კეთდება, რაც თუნუქის საფარის ქვემოთ დამონტაჟებულ სენდვიჩს გულისხმობს. ფენა რომელიც იცავს კონდესატის ჩამოსვლისგან და იცავს გარე ტემპერატურისგან, ჰაერის გამტარი ფენა არ უშვებს წყალს და ატარებს ჰაერს. ეს ყოველივე უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ კომპოზიტს, რომელიც თავის მხრივ მაცხოვრებელთა კომფორტისთვის და სრულყოფილი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად არის გათვალისწინებული.
როგორ არის დაცული შენობა მიწისძვრისგან?კითხვა რომელიც ყველა ადამიანს, უჩნდება ბინის შეძენის დროს ეს შენობის სიმყარესა და სეისმურ მედეგობასთან არის დაკავშირებული, არც ჩვენი კლიენტებია გამონაკლისი, თან მითუმტეს საქმე ისეთ კონტიგენტს ეხება რომელთათვის ხარისხი და უსაფრთხოება პირველ ადგილზეა.
პირველ რიგში სეისმურად მედეგობას და გაცილებით უსაფრთხო გარემოებას ბუნებრივად განპირობებული "დადიანი რეზიდენსის" პროექტის დაბალსართულიანობა წარმოადგენს, ამას საინჟინრო გათვლა და რისკების გადაზღვევის პრინციპით გამზადებული კონსტრუქციული პროექტი ახლავს თან შენობაში ჩასმული რკინა ბეტონის დიაფრაგმები საკვანძო საყრდენს წარმოადგენს მინუს სართულიდან უკანასკნელი სართულის ჩათვლით, რიგელებსა და კოლონებში გამოყენებული არმატურისა და ბეტონის მასალა კი უმაღლესი ხარისხის არის და სწორედ ყოველივე ეს გახლავთ უმაღლესი ხარისხის რისკების დაზღვევა ბუნებრივი მოვლენების წინაშეც კი ქარხანა და მუხრანბატონის სასახლე, სქაი პლაზა, ბილტმორი, მერანი, ბაგები პლაზა და სხვა მრავალი.
როგორი ვიტრაჟებია ,,დადიანი რეზიდენსში''?„დადიანი რეზიდენსის“ პროექტის მომზადების პერიოდში, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ შენობის ექსტერიერს და მის იერსახეს.
ფასადი ჰარმონიულად შეერწყმის ადგილობრივ არქიტექტურას; თანამედროვე პანორამული შემინვა, შენობას ჰაეროვნებისა და დახვეწილობას მატებს და გაცილებით ნათელს ხდის ბინებს.
ვიტრაჟები უკვე დამონტაჟებულია, ყველა ფანჯარა დიაზაინის კუთხით მოცემული ელემენტები ხის ფაქტურიანი, მაღალი ხარისხის პორპოფილით არი აწყობილი და მინაპაკეტში ეფექტურობისა და სილამაზისთვის მოიცავს შიდა ტიხრებს, რაც შენობის იერსახეს გასული საუკუნის ისტორიული შენობა-ნაგებობის ვიზუალს სძენს, სწორედ ასეთი ელემნტების გათვალიწინებით.
,,მარმაქს ჯორჯიას ‘’ პროექტი ,,დადიანი რეზიდენსი’’ ადვილად ერწყმის ახლო ტერიტორიაზე არსებული ისტორიული შენობა-ნაგებობებსა და ძველ დროს განვითარებულ არქიტექტურას.
როგორი კარი ექნება თქვენს საცხოვრებელ ბინას?,,დადიანი რეზიდენსის’’ უკვე დასრულებულ კორპუსში მაღალი ხარისხის იტალიური წარმოების კარი დაგხვდებათ, კარი რომელიც ყოფს გარე სამყაროს თქვენი მყუდრო, ჯანსაღი და უსაფრთხო სამყოფელისგან. ქარხნული წესით დამზადებული მაღალი ხარისხის მეტალის კარი, რომელიც ხის ეფექტით არის დაფარული ესთეტიური და ამავე დროს საიმედოა, მისი მექანიკური მხარე, საკეტი და სხვა მექანიზმები საუკეთესო ხარისხის მეტალითა და თანამედროვე უსაფრთხოების ნორმების დაცვით არის შემუშავებული, რაც მომავალში თვენს კომფორტულ ცხოვრებას განსაზღვრავს. ჩვენ მიზანია, თქვენი ბინა იყოს კომფორტული, გამორჩეული და აკმაყოფილებდეს მობინადრის ყველა მოთხოვნას.
როგორი მეტალის მოაჯირებია ,,დადიანი რეზიდენსში''?ალბათ იცით, რომ ხშირია მეტალის მოაჯირებისა და სხვა მეტალის ნაკეთობების დროთა განმავლობაშუ ფერის კარგვა, დამცავი საღებავის ავარდნა ზედაპირიდან და კორპზია, ეს უკანასკნელი ,,დადიანი რეზიდენსის’’ შენობას და მის მეტალის ელემენტებს არ ეხება, როგორც ყველაფერში ჩვენ ამ შემთხვევაშიც დროისა და გარემო პირობების მიმართ მედეგი ტექნოლოგია გამოვიყენეთ, თქვენი ბინის მეტალის დიზაინერულ ელემენტებს ფერი არასდროს გადაუვა, ვინაიდან ყველა დეტალი თერმული ღებვის ხანგრძლივო და შრომატევადი ტექნოლოგიით გახლავთ გაკეთებული, რაც მეტალისა და საღებავის მოლეკულურ დონეზე შერწყმას გულისხმობს და თავად საფარი კი მაღალ ტემპერატურაზე დატანილ მინანქარს წარმოადგენს, რომელსაც მზის სხივი და გარე ტემპერატურული ცვლილება შესამჩნევს ვერაფერს დაატყობს.
როგორია ბინის შიდა ტიხრები და არქიტექტურული დაგეგმარება?« მარმაქს ჯორჯია » ზრუნავს თავის მაცხოვრებელზე და გიქმნით ყველა პირობას ბინის შესაძენად, ჩვენ ვართ კომპანია რომელიც ეხმარება დაინტერესებულ პირებს თავისი ოცნების ბინის შეძენაში.
შავი კარკასი და ტიხრების გარეშე სივრცე მხოლოდ სივრცეა, ჩვენ დაგეხმარებით თქვენ მიერ შესაძენი ან უკვე შეძენილი ბინის გეგმარებაში, სათანადოდ მყუდროდ და ინტერესების დაცვით ტიხრების მოწყობასა და შემდეგ მშენებლობაში (ტიხრები შენდება კლიენტის სურვილისამებრ მიუხედავად მათი ოდენობისა) ჩვენ შევეცდებით გაგიზიაროთ გამოცდილება, გაგიწევეთ კონსულტაციას და დაგეხმარებით საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.
XXროგორი ეზო ექნება ,,დადიანი რეზიდენსის’’ საცხოვრებელ კომპლექსს?„დადიანი რეზიდენსის“ შიდა ტერიტორიის მოწყობაში გააზრებული და გათვალიწინებულია ყველა დეტალი. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან სიახლოვე კომპლექსის ეზოს განსაკუთრებულ ატმოსფეროს სძენს, მაცხოვრებელთა კომფორტისთვის გათვალიწინებულია ინდივიდუალური გასასვლელი ბოტანიკური ბაღისკენ.
წლის ნებისმიერ დროს საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში ყოველთვის სიმწვანე, სიმშვიდე და სიწყნარე იქნება, ბავშვებისათვის კი მხიარული და უსაფრთხო გარემო. გამწვანებული და განათებული ეზო კი მეტ სიმყუდროვესა და კომფორტს შეგიქმნით.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ „დადიანი რეზიდენსი“ გახდება ქალაქის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა.
რატომ არის მნიშნველოვანი ტიხრების გეგმარება?ტიხრების გეგმარება ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ბინის მყიდველისთვის. ,,დადიანი რეზიდენსში’’.ბინის შეძენისას შიდა ტიხრების ღირებულებაში შედის მათი ოდენობა და კომფიგურაცია, რომელიც მეპატრონეზეა დამოკიდებული. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გეგმარება იყოს პრაქტიკული, კვალიფიციური თანამშრომლები კი უსასყიდლოდ დაგეხმარებიან, მაქსიმალურად ეფექტურად დაგეგმოთ ბინის გამყოფი ტიხრები, შეიმუშავებენ ელექტრო გაყვანილობის პროექტს, საბოლოოდ მისაღებ ვერსიამდე მისვლისას მეტი წარმოდგენისთვის ბინაში გაკეთდება დაკვალვა, მოხდება ჩვენება რეალურად როგორ გამოიყურება დაყოფა და შემდეგ დავიწყება მშენებლობა და ლესვა. «მარმაქს ჯორჯია» ქმინის ისეთ პროდუქტს, რომელიც გამორჩეულია და აკმაყოფილებს კლიენტის ყველა მოთხოვნას.
როგორი სადარბაზო ექნება ,,დადიანი რეზიდენს’?,,დადიანი რეზიდენსში’’ გათვალისწინებული საერთო სარგებლობის სივრცეებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი "კორიდორებია", სადაც მნიშვნელოვანი წილი ყურადღების სწორედ ამ სივრცის ზომებს, კედლებს შორის დაშორებასა და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს მოერგო.
სადარბაზო იზოლირებულია და უსაფრთხოა, გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, სადაც განთავსებულია რკინის კარები და თანამედროვე ლიფტი.
ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პროექტი, რომელიც ცხოვრების სტილის ახალ სტანდარტებსს და მოთხოვნებს დანერგავს საქართველოში.
ვინ აშენებს ,,დადიანი რეზიდენს'' ?,,მარმაქს ჯორჯიას’’ დაკვეთით სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსთრაქშენი“ ,,დადიანი რეზიდენსის“ პროექტზე მუშაობს. „ელემენტ ქონსთრაქშენი“ მაღალი კვალიფიკაციისა და მშენებლობაში უდიდესი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის მშენებლობას საქართველოს მასშტაბით, კომპანია სამშენებლო ბაზარზე 12 წელია ოპერირებს. ერთ-ერთი სწორედ პროექტი „დადიანი რეზიდენსია“ .
,,მარმაქს ჯორჯიას’’ დირექტორის მოადგილე ირაკლი ყიფიანი ამბობს რომ - ,,ელემენტ კონსტრაქშენი’’, ეს ნამდვილად ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ასრულებს საოცარი სირთულის და ტექნიკური მოთხოვნის მქონე სპეც და არამარტო სპეც ობიექტების მშენებლობას. კომპანია რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კადრებით, სწორედ ეს გახდა ურთიერთთანამშრომლობის განმაპირობებელი გარემოება, რომელიც სამშენებლო თანამედროვე სტანდარტები და მრავალწლიან გამოცდილებაა. ,,მარმაქს ჯორჯიამ’’ აირჩია ელემენტ კონსტრაქშენი, რათა მიგვეღო საიმედო, მყარი, უსაფრთხო, ლამაზი და სწორი ტექნოლოგიური ციკლით აშენებული მრავალბინიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსი.
სამშენებლო კომპანიის მიმდინარე და დასრულებული პროქტებია: სთეფ ინნ-სასტუმრო ყაზბეგში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში, კოკა - კოლას სათაო ოფისი, MცDონალდს თბილისში, ავტომობილების ტექდათვალიერების ცენტრები, სასტუმრო გუდაურში, შატო მუხრანის ღვინის.
როგორი ლიფტია ,,მარმაქს ჯორჯიას’’ პროექტში?თქვენ საცხოვრებელ სახლში დამონტაჟდება იაპონური ,,ფუჯის’’ ფირმის, ლიფტი რომელიც მთლიანად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს
ბრენდი 2019 წლის მოდელია, უჟანგავი ლითონის კაბინით, სრულიად უხმაურო და სწრაფად გადაადგილებადი.
ლიფტი მოძრაობს პარკიგიდან ბოლო სართულის ჩათვლით
როგორი ავტოსადგომი ექნება პროექტს?დეველოპერული კომპანია ,,მარმაქს ჯორჯია’’ ბინის მეპატრონეს სთავაზობს მიწისქვეშა პარკინგს კომპლექსის სამივე ბლოკში. ,,დადიანი რეზიდენსის’’ მობინადრეებს ავტოფარეხიდან სახლის კარამდე კომფორტული ლიფტი მოემსახურება, ყველა პარკინგში გათვალისწინებულია პირობები, საიდანაც მოხდება არეალიდან ჰაერცვლა, რაც იმას გულისხმობს, რომ ჰაერი სადგომზე სუფთა იქნება და იქ დაყოფილი მცირე დროც კი უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის არასაზიანო იქნება.
რომელი მნიშნვენლოვანი ობიექტებია კომპლექსთან ახლოს?
„დადიანი რეზიდენსი“ მდებარეობს ისეთი ცნობილი და ღირსშესანიშნავი ადგილების სიახლოვეს, როგორიცაა: საუკუნოვანი სიძველის ბოტანიკური ბაღი, დადიანების სასახლეთა - არქიტექტურულ - ისტორიული მუზეუმი. კომპლექსის მახლობლად არის სკოლა, სუპერმარკეტების ქსელი - ორი ნაბიჯი, ავტობუსის გაჩერება, ბანკი, კაფე და რესტორანი,სკეიტ პარკი,იუსტიციის სახლი, ასევე, შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი.
სად არის ,,მარმაქს ჯორჯიას’’ გაყიდვების ოფისი?,,მარმაქს ჯორჯიას’’ გაყიდვების ოფისი ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქუჩა 18/20 ნომერში მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები