პოლიტიკური მოძრაობის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აუცილებელია აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი.
მისი თქმით, ბოლო ათეული წლებია, სხვადასხვა ფორმატში იმართება მოლაპარაკებები, თუმცა ისინი არ ითვალისწინებს მხარეებს შორის უშუალო ურთიერთობას.
„მე ამ მოლაპარაკებების არ მჯერა, არ მჯერა, იმიტომ, რომ არ არის მთავარი კონტენტი, მთავარი კონტენტი ჩემთვის არის აფხაზსა და ქართველს შორის, აფხაზსა და მეგრელ ადამიანს შორის, რომელთაც ყოველთვის ჰქონდა ისტორიული ურთიერთობები, არის შერეული ოჯახები... აი, ამ ხიდების აწყობაზეა საუბარი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ დიალოგზე, პირველ რიგში ვგულისხმობ ადამინებს შორის დიალოგს, გულწრფელად რომ ვთქვათ, გვყავს კი იქით მხარეს, დაახლოებით 200 – 1000 აფხაზი, რომელთა 80% - თან მაინც გვაქვს ადამიანურ დონენზე რაღაც საკითხებზე შეთანხმებები?“,- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ რადიო
„ათინათის“ დილის გადაცემაში.
მისი თქმით, მოდის ახალი თაობა, რომელსაც 21-ე საუკუნეში ახალი ურთიერთობები უნდა, ამისთვის კი საჭიროა მეტი ინტრეგაცია და სხვა პერსპექტივები.
მასალის გამოყენების პირობები