ზუგდიდში სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს
„ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“ ცენტრში, PPD შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის შესაძლებლობებზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრას სურსათის უვნებლობის სამსახურის, ფერმერთა მომსახურების ცენტრების, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის დარგში ჩართული ბიზნესმენები და ფერმერები ესწრებოდნენ.

„აგროსერვისის“ წარმომადგენელი მაია ალექსიძე განმარტავს, რომ პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრით დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერა ბაზარზე უკეთესი წვდომის გასავითარებლად, სოფლის მეურნეობის მიმწოდებელი ორგანიზაციების ცოდნის გაზრდა ნიადაგის მენეჯმენტში, ცნობიერების ამაღლება მაღალი ხარისხის, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მანქანა-დანადგარების შესახებ და ინფორმაციის გავრცელება სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და მექანიზმების შესახებ.

მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრების ჩატარება და რეგულარული ინფორმაციის გავრცელება სასოფლო-სამეურნეო მასალის მომხმარებლებისათვის და პროცესის მდგრადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის განმარტავს, რომ შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებების და წამოჭრილი პრობლემების შესახებ ინფორმაცია დამუშავდება და შესაბამის უწყებებს ინიციატივის სახით მიეწოდება.

შეხვედრაზე მონაწილეების თითოეულმა ჯგუფმა საკუთარ ჭრილში წამოწია პრობლემები და დასახა მათი გადაჭრის გზები. პრობლემები, რომელიც პესტიციდების მოხმარებასთან დაკავშირებით დასახელდა ასეთია:

ფერმერთა და მწარმოებელთა განათლების და ცნობიერების დაბალი დონე;

პესტიციდების რეალიზატორთა(კონსულტანტთა) კვალიფიკაციის დონის შეუსაბამობა მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან (არასწორი რეკომენდაციები, რაც იწვევს ზედმეტ დანახარჯებს, დაბალ მოსავალს და უხარისხო პროდუქციას);

პრობლემები ექსტენციის მიმართულებით; არ არსებობს სამუშაო პროგრამა; კადრი არასაკმარისია და მათი მოვალეობა მხოლოდ ექსტენცია არაა.

პროდუქციის ხარისხის კონტროლის მექანიზმის არ მუშაობს; (ხარისხიანს და უხარისხოს ერთი ფასი აქვს, რაც მოტივაციას უკარგავს ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელს);

შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოიკვეთა პრობლემის გადაჭრის გზები, რაც საჯარო სექტორის დახმარებით უნდა განხორციელდეს:

განისაზღვროს ფერმერის სტატუსი და ამ სტატუსის უპირველესი განმსაზღვრელი იყოს ცოდნა, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში ჩასართავად აუცილებელი მოთხოვნა იყოს ცოდნა;

ჩატარდეს კვალიფიციური ტრენინგები;


შეიქმნას ერთიანი საინფორმაციო ბაზები, სადაც იქნება ინფორმაცია თითოეული ფერმერის შესახებ, ფართობი, კულტურა, რის მიხედვითაც მოხდება ფერმერის მიერ გამოყენებული პესტიციდების რაოდენობის კონტროლი;

ჩამოყალიბდეს/გაძლიერდეს ექსტენციის სამსახურები, შემუშავდეს ამ სამსახურების სამუშაო პროგრამა და აღიჭურვონ ძალიან მაღალკვალიფიციური კადრებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

მოხდეს საშუალო ფერმერების ფინანსური ხელშეწყობა სოფლის მეურნეობაში საჭირო სხვადასხვა ანალიზის აღებაში.

გაკონტროლდეს პესტიციდების მოხმარებასთან დაკავშირებული არსებული რეგულაციების შესრულება;

სარეალიზაციო ქსელებში დასაქმებულ კონსულტანტთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი საქმიანობის კონტროლი;

გადაიხედოს სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობის შეფასების გზები: შეფასდეს არა რამდენი ბაღი გაშენდა, არამედ რა მოსავალი მივიღეთ და რა ეკონომიკური მოგება მიიღო ფერმერმა და ქვეყანამ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.