ჩეხეთის ელჩმა სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის თერმოსკრინინგისთვის საჭირო აღჭურვილობა ჩამოიტანა (ვიდეო)
11:14 / 24.04.2020
ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ ზუგდიდის ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს თერმოსკრინინგის აღჭურვილობა გადასცა.
ელჩთან ერთად იმყოფებოდა ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელი იან ჩერნიკი და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელ იან ბლინკა. ელჩის თქმით, ვიზიტის მიზანია მცირე დახმარების მასალების გადაცემა.
"ზოგადად ჩვენს ჩამოსვლას სამმაგი მიზანი აქვს: პირველი: გამოვხატოთ ჩვენი დაფასება ზუგდიდის სკინინგ ცენტრის და NCDC სამედიცინო პერსონალის მიმართ, და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.ასევე მადლობა სამედიცინო პერსონალს მათი მონდომებისთვის, მინდა მივულოცო მათ ეფექტიანი მუშაობა და ვუსურვო წარმატებები ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში რასაც ისინი აკეთებენ.როგორც ვთქვი, ჩვენი პირველადი მიზანია მასალების ჩამოტანა და წარდგენა. ეს პირდაპირ კავშირშია ზუგდიდის სქრინინგ ცენტრთან, რომელმაც შარშან დაიწყო მუშაობა და მას შემდეგ მომსახურებას უწევს ზუგდიდის მოსახლეობას. და ეხლა ამ რთულ სიტუაციაში სქრინინგ ცენტრის თანამშრომლები დაეხმარებიან რეგიონის სამედიცინო პერსონალს მოსახლეობის თერმოსქრინინგში",- განაცხადა მან.
საელჩოს წარმომადგენლები ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში შეხვდნენ ადგილობრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელს ნანა ოდიშარიას. მათივე განმარტებით,აღჭურვილობა გამოყენებული იქნება კოვიდ-19 სიმპტომების მქონე პირთა პირველადი იდენტიფიცირებისთვის სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით.
თერმოსკრინინგისთვის საჭირო აღჭურვილობა შედგება უკონტაქტო თერმომეტრების და დამცავი ეკიპირებისაგან, ესენია: სახის ნიღბები, ხელთათმანები, სამედიცინო ხალათები და ა.შ. აქტივობა განხორციელდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სკრინინგ ცენტრის დაფუძნება ზუგდიდში“ ფარგლებში.
გარდა ამისა, ზუგდიდის სკრინინგცენტრი, ასევე დაფუძნებულია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. თერმოსკრინინგის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა იან ჩერნიკმა.
"ჩვენ გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ კოვიდ19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენი პარტნიორები აღვჭურვოთ დამცავი და თერმოსქრინინგისათვის აუცილებელი აღჭურვილობით. ასე, რომ ზუგდიდის მოსახლეობას საშუალება ექნება გაიარონ თერმოსქრინინგი",- დასძინა მან.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელის იან ბლინკას განმარტებით,ისინი მომავალშიც,უკვე უკეთეს დროს გააგრძელებენ მუშაობას,აქ სამეგრელოში.
"მე მინდა დავამატო, რომ ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობა აქტიურია ჯანდაცვის საკითხებში, განსაკუთრებით ამ რეგიონში. ეს შენობა და ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი არის ბუნებრივი დასტური ჩვენი დიდი ხნის ჩართულობისა ამ სფეროში საქართველოში.საქართველოსთან ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაში სამეგრელო პრიორიტეტული რეგიონია",-აღნიშნავს იგი.
მხარეებმა ზუგდიდის ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრთან გააფორმეს შესაბამისი თანამშრომლობის მემორანდუმი.
შეგახსენებთ,პროექტის ფარგლებში ჩეხეთის "კარიტასმა" სხვა აქტივობებიც განახორციელა, რომლებიც მოიცავდა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით საინფორმაციო მასალების გავრცელებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობაში, ჯანდაცვის სამინისტროს ინიცირებით ონლაინ ტრენინგების ჩატარებას სოფლის ექიმებისთვის კოვიდ-19-ის შემთხვევების მართვასთან დაკავშირებით და შემდგომ კონსულტირებას. საერთო ჯამში სამეგრელო-ზემო სვანეთში 170 სოფლის ექიმმა გაიარა ტრენინგი, იმის შესახებ თუ როგორ უნდა უზრუნველყოს დისტანციური სამედიცინო კონსულტაციები პანდემიის პირობებში. კოვიდ-19 ის პანდემიასთან დაკავშირებით ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადება, რომელიც გულისხმობს სრულყოფილ ჰუმანიტარულ დახმარებას პარტნიორი ქვეყნებისთვის (ბოსნია და ჰერცოგოვინა, კამბოჯა, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა).
გამოყოფილი თანხები მოხმარდება საავადმყოფოებისთვის სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები