დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან ერთად,
ურთას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერა.
ურთას ადმინისტრაციულ ერთეულში გზასთან ერთად, სანიაღვრე არხი მოეწყობა, რისთვისაც 845 000 ათას ლარი იხარჯება.
ამ დროისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 10 მილიონი ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა.
პროექტი საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები