ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, აბასთუმანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
აბასთუმანში, 1400 მეტრი სიგრძის გზა რეაბილიტირდება, რომლის ღირებულება 1 673 552 ლარს შეადგენს.
გზის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები