ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მე-3 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროს გიგა მელიასთან ერთად დაათვალიერა.
მესამე საჯარო სკოლას წლების განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. პროექტით გათვალისწინებულია საკლასო ოთახების, ფოიეს, ბიბლიოთეკის, სველი წერტილის, განათების, ხელოვნური სტადიონისა და სპორტული დარბაზის მოწყობა. სკოლა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. პროექტის ღირებულება 781 000 ლარია.
სამუშაოები სექტემბერში დასრულდება და მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს, რეაბილიტირებულ სკოლაში შეხვდებიან.
სარეაბილიტაციო სამუშოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ზუგდიდში წელს ერთი ახალი საჯარო სკოლა აშენდება, ერთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, 15-მდე სკოლაში კი სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები განხორცეიელდება.
მასალის გამოყენების პირობები