ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ფარცვანია და მერიის განათლების განყოფილების წარმომადგენლები იმ პედაგოგებს შეხვდნენ,
რომლებსაც მიმდინარე წელს მენტორისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. მერმა მათ წარმატება მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
"გილოცავთ ამ მიღწევას, რომელიც დიდი შრომის შედეგია. მე პედაგოგების ოჯახში გავიზარდე და ვიცი რამხელა ენერგიას მოითხოვს ეს პროფესია. თქვენი შრომა ფასდაუდებელია", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
მენტორი მასწავლებლები გახდნენ: ქალაქ ზუგდიდის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნანა კიკალიშვილი, ქალაქ ზუგდიდის N3 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ ზარანდია და შ.პ.ს ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია "ჯი-ჯი"-ს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კვირტია.
წამყვანი მასწავლებლებლის სტატუსი მოიპოვეს: ახალსოფლის საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელმა ციცინო ქობალიამ, რუხის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა ნინო ბერიშვილმა და კახათის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა რუსუდან ჩახაიამ.
შეხვედრის დასასრულს პედაგოგებმა მუნიციპალიტეტის მერიასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.
მასალის გამოყენების პირობები