რუხის ტერიტორიაზე, ზუგდიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ავტოპარკის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან ერთად გაეცნო.
ზუგდიდს 15 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსი ჰყავს. ავტოპარკი, წლის ბოლომდე 25 ახალი ავტობუსით განახლდება.
ავტოპარკის მოსაწყობად 616 140 ლარია გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები