ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე აკვაპარკ "ანაკლიაში" საზაფხულო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
აკვაპარკს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მის მოადგილეებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორიასთან ერთად სტუმრობდა.
დღეს, სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში უფასოდ შეეძლებათ აკვაპარკით სარგებლობა, მუსიკალურ განწყობაზე კი DJ იზრუნებს.
მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, აკვაპარკში ერთდროულად 200 -ზე მეტი ადამიანი არ დაიშვება და დილის 12:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე იმუშავებს. (გარდა წვიმიანი ამინდისა)
აკვაპარკ "ანაკლიაში" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული.
აკვაპარკში შესვლის ღირებულება:
3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - უფასო.
9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - 5 ლარი.
9 წლიდან ზევით - 15 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები