ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მის პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან ერთად, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე 1500 მეტრი სიგრძის გზა რეაბილიტირდება. გზასთან ერთად სანიაღვრე არხები და ტროტუარები მოეწყობა.
სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
წლის ბოლომდე ზუგდიდში 60-მდე გზა რეაბილიტირდება.
მასალის გამოყენების პირობები