CHCA-მ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკვები პროდუქტი და ავეჯი გადასცა (ფოტო/ვიდეო)
12:06 / 30.07.2020
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის"წარმომადგენლებმა ჯანაშიას ქუჩაზე, ყოფილი სკოლის შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს
საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი გადასცეს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნუკრი მილორავას განმარტებით, პროექტის "COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში" ფარგლებში ამ ეტაპზე მსგავსი სახის დახმარება 100-მდე კოლექტიურ ჩასახლებაში მცხოვრებ, დაახლოებით, 400-მდე შეჭირვებულ ოჯახს გადაეცემა.
გარდა ამისა, როგორც ნუკრი მილორავამ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში ჩატარდა მასშტაბური კვლევა, რომელშიც 500-მდე ოჯახი იყო ჩართული, მათ შორის კი 4 სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიის ადამიანი, რის შედეგადაც რამდენიმე მიმართულებით საჭიროებების გამოვლენა გახდა შესაძლებელი.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
"აქ ცხოვრობს ოცდაათამდე დევნილი ოჯახი. ეს შენობა არის ერთ-ერთი მათ შორის, რომელიც არ არის პრივატიზებული და არის საცხოვრებლად უვარგისი. ადამიანები ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში, მათ არ აქვთ მოწესრიგებული სველი წერტილები, არ აქვთ საკმარისი საცხოვრებელი ფართი, არ არიან უზრუნველყოფილი იზოლირებული ტერიტორიით, რაც კოვიდთან მიმართებაში ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნის. სწორედ ჩვენი პროექტი საქართველოს 100 კოლექტიურ დასახლებაში ემსახურება კორონავირუსის პრევენციასა და მოსახლეობის დაცვას. ამ მიზნით ჩავატარეთ ოჯახების განსაკუთრებული საჭიროებების კვლევა. ჩვენს პარტნიორთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ამ კვლევაზე მორგებული, ორგანული დახმარების ორგანიზება უზრუნველვყავით. სწორედ ახლა, არის ის ფაზა, როდესაც ჩვენ დაახლოებით 400-მდე ოჯახს მივაწვდით პირველადი კვების პროდუქტებს. დავურიგებთ მათ პირველადი მოხმარების საგნებს, ნივთებსა და ავეჯს. გარდა ამისა, 70-მდე მოხუცი შინ მოვლის სერვისს მიიღებს, მივაწვდით სერვისს და ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა კოვიდის პერიოდში არ იზარალონ და შეხვდნენ მომზადებულები", - ამბობს ნუკრი მილორავა.
პროექტის COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში” - ცენტრი "აფხაზეთი" გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში ახორციელებს.
პროექტში ჩართულია დევნილთა 100 კოლექტიური ცენტრი. მათ შორის 50 ცენტრი სამეგრელოდან და 25-25 იმერეთიდან და შიდა ქართლიდან.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები