გზა ავარიულ მდგომარეობაშია ზ. თოდუას ქუჩაზე. გზის რეაბილიტაციით კი მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება.
სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 2 723 მეტრს შეადგენს, სამუშაოები ორ ეტაპიანია და წელს დასრულდება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიგა მელიამ დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება 938 506 ლარს შეადგენს.
გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები